იცით აზიტრომიცინს რა უკუჩვენებები აქვს?

აზიტრომიცინის უკუჩვენებებია: აზითრომიცინი უკუნაჩვენებია იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აზითრომიცინის ან ნებისმიერი მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ. რადგან თეორიულად შესაძლებელია ერგოტიზმის განვითარება აზითრომიცინი და ჭვავის რქით წარმოებული პრეპარატების ერთობლივად გამოყენება დაუშვებელია. დაფიქსირებულია იშვიათი სერიოზული ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია (იშვიათად ფატალური). სხვა მაკროლიდებთან ერთად გამოყენებისას გამოვლინდა გულის რეპოლარიზაცის ფაზის და QT ინტერვალის გახანგრძლივება, რაც იწვევს გულის არითმიის და პარკუჭების ციმციმის განვითარების რისკს. ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს არასაეჭვო ორგანიზმებით განმეორებით დასენიანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები