იცით აზოქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზოქსინის გვერდითი მოვლენებია: კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი იქნა მხოლოდ 0.7%-ში. 1%-ზე მეტ შემთხვევაში გამოვლენილი იქნა დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში. 1%-ზე ნაკლებ სიხშირით გამოვლენილ იქნა ქვემოთ მოცემული მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში; საჭმლის მომნელებელი სისტემა: დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, ქოლესტაზური სიყვითლე, მელენა; შარდ-სასქესო სისტემა: კანდიდოზი, ვაგინიტი, ნეფრიტი; ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა; სხვა: დაღლილობა; ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ფოტომგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულია 1-2%-ის სიხშირით პლაზმის კრეატინინის, ფოსფოკინაზების, კალიუმის, ALT, ACT დონის მომატება, მაგრამ ამ ცვლილებების აზითრომიცინთან კავშირი დადგენილი არ არის. 1%-ზე ნაკლები სიხშირით – ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; ფოსფოტაზების, ბილირუბინის, კრეატინინის, გლუკოზის და ფოსფატების დონის მომატება. მოულოდნელი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები