იცით აზოქსინს რა უკუჩვენებები აქვს?

აზოქსინის უკუჩვენებებია: მაღალი მგრძნობელობა მაკროლიდების მიმართ. ზოგ შემთხვევებში, აზითრომიცინით მკურნალობის დროს. შესაძლებელია გამოვლინდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, აგრეთვე – ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ზოგ შემთხვევაში პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გრძელდება, რაც მოითხოვს ექიმის ხანგრძლივ დაკვირვებას და სიმპტომურ მკურნალობას. აღნიშნული გამოწვეულია აზითრომიცინის ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობობით. ისევე, როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები, აზითრომიცინიც Clostridium difficile – ით გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებელია, დაინიშნოს Clostridium difficile – ს მიმართ აქტიური ანტიბიოტიკი, ელექტროლიტები და გამოხდილი წყალი. აზითრომიცინმა შეიძლება გამოიწვიოს QT – ინტერვალის გახანგრძლივება, რაც შეიძლება გახდეს არითმიის – Torsades de pointes – ის მიზეზი. აქედან გამომდინარე, QT – ის ინტერვალის გახანგრძლივება, ან მასზე ეჭვი მნიშვნელოვანია. ქალებში Torsades de pointes – ის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში. სიფრთხილე: 1. აზითრომიცინი გამოიყოფა ნაღველით, ამიტომ აზოკსინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მოშლა. 2. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში აზირთომიცინის მიღების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია. 3. ზოგიერთი მაკროლიდი შეიძლება გახდეს QT ინტერვალის გახანგრძლივების, ვენტრიკულური ტაქიკარდიის და Torsades de pointes – ის მიზეზი. 4. აზოქსინის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან კვების შუალედებში; აქვე საყურადღებოა რომ საკვებთან მიღების დროს აზითრომიცინი უფრო კარგი ამტანობით ხასიათდება. 5. აზოქსინის მიღება არ უნდა ხდებოდეს მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან. 6. ალერგიული რეაქციების პირველივე ნიშნის გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები