იცით ათეროქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ათეროქსის გვერდითი მოვლენებია: ძირითადი გვერდითი მოვლენები, რომელიც ათეროქსით მკურნალობისას აღინიშნა იყო დისპეპსია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, გულისრევა, მიალგიები, ასთენია, დიარეა და უძილობა. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა არასასურველი გამოვლინებები, რომლებიც აღინიშნა ათეროქსის კლინიკური გამოკვლევების შედეგად: ანგიონევროზული შეშუპება, კუნთების კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზიები, პერიფერიული ნევროპათიები, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ანორექსია, ღებინება, შეშუპება, გამონაყარი, იმპოტენცია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია. ჩამოთვლილი გამოვლინებებიდან ყველას არ უკავშირებდნენ ათეროქსს. ათორვასტატინის ფართოდ გამოყენების პროცესში აღწერილი იყო იშვიათი არასასურველი გამოვლინებები(გარდა ზემოთჩამოთვლილისა), რომლებიც შეიძლება არც კი იყვნენ დაკავშირებული მკურნალობასთან: ალერგიული რეაქციები(ანაფილაქსიური რეაქციის და ჭინჭრის ციების ჩათვლით), ართრალგიები, ბულოზური გამონაყარი(მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაილას სინდრომი/ ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი), რაბდომიოლოზი, თრომბოციტოპენია. ათეროქსი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, იყო მსუბუქი და გარდამავალი. გვერდითი ეფექტების გამო, რომელსაც უკავშირებდნენ ათორვასტატინს, კლინიკური კვლევიდან გამოირიცხა დაავადებულთა 2%-ზე ნაკლები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები