იცით აკრეტანი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აკრეტანი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ძირითადად უმნიშვნელოა და არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.  მონტელუკასტის ეფექტურობა შესწავლილია 2-5 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატის ერთჯერად ან მრავალჯერად დოზას. კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ მონტელუკასტის 4 მგ ერთჯერადი დოზა ძილის წინ, კარგად გადაიტანება. 2-5 წლის ასაკის ბავშვების 2%-ზე მეტს მონტელუკასტის მიღებისას პლაცებოსთან შედარებით ხშირად გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ტკივილი მუცელში, დიარეა, თავის ტკივილი, სურდო, სინუსიტი, ოტიტი, გრიპი, გამონაყარი, ყურის ტკივილი, გასტროენტერიტი, ეგზემა, ჭინჭრის ციება, წითელი ქარი, პნევმონია, დერმატიტი, კონიუქტივიტი. პოსტმარკეტინგული კვლევები: პოსტმარკეტინგული კვლევებისას შეინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, იშვიათად – ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია), ანომალური სიზმრები, ძილიანობა, აგზნებადობა, მოუსვენრობა, უძილობა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი, ძალიან იშვიათად – პანკრეატიტი, კრუნჩხვები, მიალგია, სისხლდენა, ჰემატომები, შეშუპება.  გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები