იცით აკუზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აკუზიდის გვერდითი მოვლენებია: კლინიკურ გამოკვლევებში მეტნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტების კონტროლისას (1%) ქვინაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ნებისმიერი კომბინაციისას გამოვლინდა შემდეგი: თავის ტკივილი (6.7%), თავბრუსხვევა (4.8%), ხველა (3.2%), დაღლილობა (2.9%). აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხველა ხასიათდებოდა არაპროდუქტიულობით, მუდმივობით და თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ქრებოდა. საერთო ჯამში, არასასურველი ეფექტები ზომიერი იყო და ტრანზიტორული ხასიათი ქონდათ. არ აღინიშნა გვერდითი ეფექტების დამოკიდებულება ასაკზე, სქესზე, რასასა და თერაპიის ხანგრძლივობაზე. გვერდითი ეფექტების გამო თერაპიის შეწყვეტა საჭირო გახდა პაციენტების 2%-ში. წამლის მოხსნის მეტნაკლებად ხშირი მიზეზი იყო თავის ტკივილი (0.5%), მას მოსდევდა ხველა და გულისრევა და/ან ღებინება (0.2%). წინააღმდეგ ჩვენება: – კუზიდი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კვინკეს შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან. – ჰიდროქლორთიაზიდის შემცველობის გამო ეს პრეპარატები უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ანურია ან მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდის წარმოებული სხვა პრეპარატების მიმართ.  – რეპროდუქციული ასაკის ქალები ინფორმირებულები უნდა იყვნენ აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდგომ მოვლენებზე ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. ამ პაციენტებს აფრთხილებენ, რომ ორსულობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს. ორსულობის შემთხვევაში საჭიროა აკუზიდის დაუყოვნებლივ მოხსნა. – ახალშობილისთვის პოტენციური სერიოზული რეაქციების გათვალისწინებით აუცილებელია არჩევანის გაკეთება – შეწყდეს ძუძუთი კვება ან შეწყდეს აკუზიდის მიღება, ამ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს დედის ჯანმრთელობისთვის წამლის მნიშვნელობა. განსაკუთრებული მითითებები: სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის მიღებისას: კვინკეს შეშუპება: აგფ ინჰიბიტორის მიღებისას შეიძლება განვითარდეს კვინკეს შეშუპება, ხორხის შეშუპების ჩათვლით, განსაკუთრებით პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ. პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ მათ ექიმს უნდა შეატყობინონ სიმპტომების შესახებ, რომლებიც წინ უძღვის კვინკეს დაავადებას (სახის, კიდურების, თვალების, ტუჩების, ენის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და შეწყვიტონ აკუზიდის  მიღება. ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება: პაციენტებს აღენიშნებოდათ ტკივილი მუცელში (გულისრევასა და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე) აგფ ინჰიბიტორების მოხსნის შემდეგ აღნიშნული დარღვევის სიმპტომები გაქრა. ანგიონევროზული შეშუპება უნდა ჩაერთოს დიფერენციალურ დიაგნოზში იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს იღებენ და უჩივიან მუცლის ტკივილს. ანაფიქალსიური რეაქციები დესენსილიბიზაცია: პაციენტებს, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს იღებდნენ ფუტკრის შხამით მკურნალობის პროცესში აღენიშნებოდათ მყარი, სიცოცხლისთვის სახიფათო ანაფილაქსიური რეაქციები. ამავე პაციენტებში ეს რეაქციები ქრებოდა აგფ ინჰიბიტორის მოხსნისას, მაგრამ ისინი ხელახლა ჩნდებოდა თუ დაუდევრობის გამო პრეპარატის მიღება გრძელდებოდა. დსლპ აფერეზი: ცნობილია ანაფილაქსიური რეაქციების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებსაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების აფერეზი აღენიშნებოდათ დექსტრან სულფატის აბსორბციით, აგფ ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობისას. ჰემოდიალიზი: არსებობს კლინიკური მტკიცებულებები, რომ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს გარკვეული სიმაღლის სიმკვრივის მემბრანების გამოყენებისას (როგორიცაა პოლიაკრილინტრილის მემბრანები) აგფ ინჰიბიტორების თანმხლები მიღებისას უვითარდებათ ანაფილაქსიური რეაქციები. შეიძლება ამ კომბინაციის თავიდან აცილება, ალტერნატიული ჰიპოტენზიური წამლის გამოყენებით, ან ჰემოდიალიზისთვის სხვა მემბრანების გამოყენებით. ჰიპოტენზია: პაციენტები უნდა გააფრთხილონ შესაძლო თავბრუსხვევის შესახებ, განსაკუთრებით აკუზიდის პირველი დოზის მიღებისას. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ნამდვილი შოკის შემთხვევაში მან უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება ექიმის კონსულტაციამდე. ყველა პაციენტი უნდა გააფრთხილონ, რომ სითხის არაადექვატურმა მოხმარებამ, ოფლის ან სითხის გამოყოფის გაძლიერებამ შეიძლება ამოიწვიოს წნევის მკვეთრი დაცემა სითხის მოცულობის შემცირების გამო. სითხის მოცულობის შემცირების სხვა მიზეზები შეიძლება იყოს ღებინება ან დიარეა, რასაც აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს წნევის დაცემა. ამგვარ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ, რომ მიმართონ ექიმს. ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი: პაციენტებს ატყობინებენ, რომ მათ ექიმს უნდა აცნობონ ინფექციაზე ნებისმიერი ეჭვის შესახებ (მაგალითად: ანთებადი ყელი, ცხელება) რადგან ეს შეიძლება იყოს ნეიტროპენიის ნიშანი. სისტემური წითელი მგლურა: არსებობს მონაცემები, რომ თიაზიდური დიურეტიკები იწვევენ სისტემური წითელი მგლურას გამწვავებას ან აქტივაციას. თირკმლის ფუნქციის დაქვეითება: აკუზიდის სიფრთხილით გამოყენება საჭიროა თირკმლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში. ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების დაკვირვებას ყოველთვის უნდა ახლდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება. ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა: აკუზიდის სიფრთხილით გამოყენება საჭიროა ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებების მქონე პაციენტებში. ჰიპერკალიემია: პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ მათ ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღონ კალიუმის დანამატები ან სუფრის მარილის კალიუმის შემცველი შემცვლელები. კალციუმის ექსკრეცია თიაზიდებით ითრგუნება: თიაზიდის ხანგრძლივი მკურნალობისას რამდენიმე პაციენტში აღინიშნა პარათირეოიდული ჯირკვლების პათოლოგიური ცვლილებები. ჰიპოპარათირეოიდიზმის უფრო მძიმე გართულებები (თირკმლის ლითიაზი, ძვლების რეზორბცია და კუჭის წყლული) არ აღინიშნა. სხვა მეტაბოლური დარღვევები: თიაზიდებს აქვთ ტენდენცია გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითებისა და შრატში ქოლესტერინის ტრიგლიცერიდებისა და შარდის მჟავას მომატებისკენ. ჩვეულებრივ ეს ეფექტები უმნიშვნელოა, მაგრამ ჩვეულებრივი პოდაგრა ან დიაბეტი შეიძლება გამწვავდეს. ჰიპოგლიკემია და დიაბეტი: აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას დიაბეტით დაავადებულებში შეიძლება ახლდეს ჰიპოგლიკემია. ხველა: არსებობს მონაცემები აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას (აკუზიდის ჩათვლით) ხველის შესახებ. ეს ხველა შეიძლება დახასიათდეს როგორც არაპროდუქტიული, მუდმივი და წარმავალი თერაპიის ჩატარების შემდეგ. ქირურგია/ანესთეზია: თუ იგეგმება პაციენტის ოპერაცია/ანესთეზია მან ექიმი უნდა გააფრთხილოს, რომ იღებს აგფ ინჰიბიტორებს: აკუზიდი 10/12.5 შეიცავს 0.032348გ. ლაქტოზას. რეკომენდებული დოზირების დაცვისას ყოველ დოზასთან ერთად იღებენ 0.032348გ ლაქტოზას. აკუზიდი 20/12.5 შეიცავს 0.077196გ ლაქტოზას. რეკომენდებული დოზირების დაცვისას ყოველ დოზასთან ერთად იღებენ 0.077196გ ლაქტოზას. მიღება არ შეიძლება ლაქტოზის უკმარისობისას, გალაქტოზემიისას, გლუკოზის/გალაქტოზის შეწოვის დაქვეითებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები