იცით აკუპროს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აკუპრო გვერდითი მოვლენებია: შეიძლება ადგილი ჰქონდეს მსუბუქ ხასიათის შემდეგ გვერდით მოვლენებს: თავის ტკივილი (7.2%), თავბრუსხვევა (5.5%), ხველა (3.9%), დაღლილობა (3.5%), რინიტი (3.2%), პირღებინება და გულისრევა (2.8%), მიალგია (2.2%). 5.2 % შემთხვევაში საჭირო გახდა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. აგრეთვე აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები: კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: ვაზოდილატაცია, სტენოკარდია, ტაქიკარდია. გასტროინტესტინური სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, პანკრეატიტი. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, გაღიზიანება, დეპრესია, ძილიანობა. კანის მხრივ: ქავილი, ოფლიანობა, გამონაყარი, ალოპეცია, ექსფოლიატური დერმატიტი. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ინფექცია, იმპოტენცია. საერთო სიმპტომები: შეშუპება, ართრალგია, მხედველობის დაქვეითება, ჰემოლიზური ანემია. იშვიათი გვერდითი მოვლენები: 0.1% შემთხვევაში ვლინდება ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილური პნევმონია, ჰეპატიტი და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. იშვიათად შეიძლება განვითარდეს აგრანულოციტოზი და ნეიტროპენია, ჰიპერკალიემია, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები