იცით ალგოფლექს ბეიბს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალგოფლექს ბეიბის გვერდითი მოვლენებია: არახშირი: არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები ჭინჭრის ციებისა და ქავილის ფონზე; თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების პრობლემები, ქავილი.  იშვიათი: ფაღარათი, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, ღებინება.    ძალიან იშვიათი: მძიმე ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიოედემა შემდეგი სიმპტომებით: სახის, ენის და ხორხის შეშუპება, ქოშინი, აჩქარებული მაჯისცემა, დაბალი არტერიული წნევა ან შოკი), მენინგიტი, ბაქტერიული გამოვლინების გარეშე (ასეფტიური მენინგიტი), ასთმა, ასთმის გართულება, ბრონქოსპაზმი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები ან პერფორაცია, მელენა, ყავის ნალექის მსგავსი ღებინება (რაც სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება იყოს), რძიანა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, კუჭის ლორწოვანის ანთება, სხვადასხვა ნაწლავური პროცესების გამწვავება (წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია.                                                  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები