იცით ალგოფლექს ფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

ალგოფლექს ფორტეს უკუჩვენებებია:  ალგოფლექს ფორტეს მიღება არ შეიძლება: – თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) იბუპროფენის ან სხვა შემადგენელი ნივთიერების, აცეტილსაცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ; – თუ ანამნეზში აღინიშნებოდა ბრონქოსპაზმი, `თივის ცხელება~ ან ჭინჭრის ციება, განსაკუთრებით თუ ისინი ვლინდებოდნენ აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას; – განმეორებითი ან აქტიური კუჭისა თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის/სისხლდენის შემთხვევაში; თუ ადრე აღინიშნებოდა არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ან კრონის დაავადება, წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას; – ორსულობის, ლაქტაციის შემთხვევაში; – აუტოიმუნური დაავადების (სისტემური წითელი მგლურა) შემთხვევაში; – გულის მწვავე უკმარისობის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციათა დარღვევების, მაღალი არტერიული წნევის, ანტიკოაგულენტებით  მკურნალობისას, ანამნეზში სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადების, პარკინსონის დაავადების, ეპილეფსიისა თუ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევების შემთხვევებში, რასაც თან ახლავს სისხლდენის რისკი; – საბავშვო ასაკში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები