იცით ალექსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალექსანის გვერდითი მოვლენებია: ციტარაბინის არასასურველი ეფექტები ატარებენ დოზაზე დამოკიდებულ ხასიათს. უფრო ხშირად გვხვდება არასასურველი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. ციტარაბინი ტოქსიკურია ძვლის ტვინისათვის და იწვევს არასასურველ ჰემატოლოგიურ ეფექტებს. შემდეგი არასასურველი მოვლენები დარეგისტრირებული იქნა ციტარაბინით თერაპიასთან დაკავშირებით. მათი სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (>_1/10); ხშირად (1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირად (1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (1/10 000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10 000); უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე). ინფექციები და ინვაზიები არც ისე ხშირად: სეფსისი (იმუნოსუპრესია), ცელულიტი შეყვანის ადგილას. ვირუსული, ბაქტერიალური,სოკოვანი, პარაზიტული ანდა საპროფიტული ინფექციები შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ადგილას მონოთერაპიაში ანდა სხვა იმუნოდეპრესანტებთან კომბინაციაში ციტარაბინის იმუნოსუპრესიული დოზებით გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს უჯრედოვან და ჰუმორალურ იმუნიტეტზე. ეს ინფექციები შესაძლოა ატარებდნენ იოლ ფორმას, მაგრამ შესაძლოა სერიოზული ხასიათის ანდა ლეტალური ინფექციის სახითაც შეგცხვდეს. დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრიდან  ხშირად: ანემია, მეგალობლასტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრიდან ხშირად: ანორექსია, ჰიპერურიკემია დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან ხშირად: მაღალი  დოზებისას შესაძლოა ცერებილარული ანდა ცერებრალური ეფექტები. რასაც თან ახლავს ცნობიერების დონის გაუარესება, დიზარტრია, ნისტაგმომი. არც ისე ხშირად: თავის ტკივილი, პერიფერიული სენსორული ნევროპათია დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან ხშირად: შექცევადი ჰემორაგიული კონიუქტივიტი (სინათლის შიში, წვა, მხედველობის დარღვევა, მომატებული  ცრემლდენა), კერატიტი დარღვევები გულის მხრიდან არც ისე ხშირად: პერიკარდიტი ძალიან იშვიათად: არითმია დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის ორგანოებისა  და ძგიდის მხრიდან არც ისე ხშირად: პნევმონია, ქოშინი, ყელის ტკივილი დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ხშირად: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, პირის ღრუს, ანალური გარსის  ანთება ან წყლული  არც ისე ხშირად: ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, კუჭ-ნაწლავის კისტოზური პნევმატოზი, ნეკროტიული კოლიტი, პერიტონიტი დარღვევები ღვიძლისა და ნაღველსადინარი გზების მხრიდან ხშირად: შექცევადი ზეგავლენა ღვიძლზე ფერმენტების დონეების აწევით ცვლილებები კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისის მხრიდან  ხშირად: შექცევადი არასასურველი ეფექტები კანზე, როგორიცაა ერიტემა, ბულეზური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ვასკულიტი, ალოპეცია არც ისე ხშირად: ნეიროტროფილური ენდოკრინული ჰიდრადენიტი  დარღვევები ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემებისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრიდან არც ისე ხშირად: მიალგია, არტრალგია დარღვევები თირკმლებისა და საშარდე გზების მხრიდან ხშირად: თირკმლის უკმარისობა, შარდის შეკავება ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილებში ხშირად: ციებ-ცხელება, თრომბოფლებიტი შეყვანის ადგილას ციტარაბინის სინდრომი (იმუნოალერგიული ეფექტი): ციებ-ცხელება. კუნთების ტკივილი, ტკივილი ძვლებში; ხანდახან გვხვდება ტკივილი მკერდში, გამონაყარი, კონიუქტივიტი და გულისრევა, რაც გამოვლინდება თერაპიის დაწყებიდან 6-12 საათის შემდეგ. პროფილაქტიკისა და თერაპიის საშუალებად გამოიყენება კორტიკოსტეროიდები. თუკი ისინი ეფექტური გამოდგება, ციტარაბინით თერაპია გრძელდება. არასასურველი ეფექტები, რაც გამოწვეულია ციტარაბინის მაღალი დოზით და განსხვავდება ჩვეულებრივი დოზის მიღებით გამოწვეული ეფექტებისაგან ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა. ვლინდება ღრმა პანციტოპენიის სახით, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 15-25 დღე და თან ახლდეს ძვლის ტვინის უფრო ღრმა აპლაზია, ვიდრე ჩვეულებრივი დოზის მიღებისას. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან. ციტარაბინის მაღალი დოზებით მკურნალობისას ავადმყოფების 3-37% აღმოაჩნდა ცერებრალური ან ცერებელარული ეფექტების სიმპტომები, როგორიცაა პიროვნების ცვლილება, სიფხიზლის მოდუნება, დიზარტრია, ატაქსია, ტრემორი, ნისტაგმი, თავის ტკივილი, ცნობიერების ამღვრევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კომა, კრუნჩხვები და ა.შ. ასეთი მოვლენები ხშირია ხანდაზმულებში (55 წლის ზემოთ). განწყობითი ფაქტორების რიცხვს განეკუთვნება აგრეთვე ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, მანამდე ჩატარებული ცნს-ის მკურნალობა (მაგალითად, სხივური თერაპიით) და ალკოჰოლის მავნე გამოყენება. დარღვევები ცნს-ის მხრიდან უმეტეს შემთხვევაში შექცევადია. თუკი ციტარაბინის მაღალი დოზის ინტრავენურ შეყვანას თან ახლავს მკურნალობის სხვა სახეც, რომელიც ტოქსიკური ცნს-ს მიმართ, ცნს-თვის ტოქსიკურობის რისკი იზრდება. ტოქსიკურობა რქოვანასთვის და კონიუქტივები. აღწერილია რქოვანას შექცევადი დაზიანებები და ჰემორაგიული კონიუქტივიტი. ეს მოვლენა შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული ანდა შემცირდეს ისეთი თავალის წვეთების შეყვანით, რომლებიც შეიცავენ კორტიკოსტეროიდს. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. ციტარაბინის მაღალი დოზებით მკურნალობისას აღინიშნა ნაწლავების პერფორაციის ან ნაწლავების გაუვალობითა და პერიტონიტით გამოხატული ნეკროზის შემთხვევები, ღვიძლის აბსცესი, ბადა-კნარის სინდრომი (ღვიძლის ვენების თრომბოზი) და პანკრეატიტი. დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის ორგანოებისა და ძგიდის მხრიდან შესაძლოა განვითარდეს კლინიკური ნიშნები მოზრდილებში ფილტვების შეშუპების/რესპირატორული დისტრეს-სინდრომის სახით, რაც დაკავშირებულია ალვეოლარული კაპილარების დაზიანებით. სხვა არასასურველი ეფექტები. ციტარაბინით თერაპიის შემდეგ აღინიშნა კარდიომიოპათია, რაბდომილიოზი, ანაფილაქსია, რამაც გამოიწვია გულის გაჩერება და მოითხოვა რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება. კუჭ-ნაწლავის არასასურველი ეფექტები მცირდება, თუკი ციტარაბინი შეყავთ ინფუზიის სახით. ჰემორაგიული კონიუქტივიტის პროფილაქტიკისათვის საჭიროა გლუკოკორტიკოიდების ადგილობრივი გამოყენება. ამენორეა და აზოოსპერმია. გვერდითი მოვლენები ინტრატეკალური შეყვანისას. მოსალოდნელი სისტემური რეაქციები: ძვლის ტვინის დათრგუნვა, გულისრევა, ღებინება. შესაძლოა მძიმე ტოქსიკურობა ზურგის ტვინის მხრიდან, რაც იწვევს კვადრიპლეგიასა და დამბლას, ნეკროტიული ენცეფალოპათია, სიბრმავე და ნეიროტოქსიურობის სხვა ცალკეული გამოვლინებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები