იცით ამბენეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამბენე გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვა, ძილის დარღვევა, ეიფორია, ფსიქოზი. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ანურია, თირკმელების ფუნქციის დარღვევა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცელში, დიარეა, კუჭ–ნაწლავის ეროზიულ–წყლულოვანი დაზიანება; კუჭ–ნაწლავიდან სისხლდენა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა(იშვიათად). სისხლის შემდედებელი და ჰემოსტაზის სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია, პანციტოპენია. სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების ჰიპერვენტილაცია, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა. გულ–სისხლარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატული კოლაფსი (იშვიათად). გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობისა და სმენის დარღვევა; ლაბორატორიული მაჩვენებლები: მეტაბოლური ალკალოზი ან აციდოზი, თირკმლისმიერი ტრანსამინაზების მომატება. ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, კანის ქავილი, იშვიათად – ბრონქოსპაზმი. ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილის ტკივილი, ქსოვილის აბსცესი და ნეკროზი (იშვიათად). სხვა: ცხელება, შეშუპება თავის ტვინის და/ან ფილტვების, კომა, მიკოზი, იმუნოდეპრესია (ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება, ჭრილობების შეხორცების შეფერხება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები