იცით ამბრობენე-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ამბრობენეს უკუჩვენებებია: აბსოლუტური წინააღმდეგ ჩვენება:  – მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლისადმი და/ან მზა წამლის ფორმის სხვა კომპონენტებისადმი; – კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; – ეპილეპტური სინდრომი; – 12 წლამდე ბავშვები (ბავშვებისთვის გამოდის პრეპარატ ამბრობენეს სხვა სამკურნალო ფორმები: სიროფი და ხსნარი შიგნით მისაღებად. 6-დან 12 წლამდე ბავშვებში შეიძლება ამბრობენეს ტაბლეტების გამოყენება). შედარებითი წინააღმდეგ ჩვენება: თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ამბრობენე გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით, მცირდება რა მისაღები დოზა და იზრდება პრეპარტის მიღებათა შორის ინტერვალი (ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევებში მკურნალობა მიმდინარეობს ექიმის დაკვირვების ქვეშ).  ამბრობენე ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იქნას გამოყენებული ბრონქების მოტორიკის დარღვევის და სეკრეტის დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში (არსებობს ბრონქებში სეკრეტის დაგროვების საშიშროება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები