იცით ამბროქსი-დენკი 60-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ამბროქსი-დენკი 60-ის უკუჩვენებებია: ამბროქსი-დენკი 60 არ გამოიყენება: თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის (ამბროქსი-დენკი 60-ის აქტიური ნივთიერება) ან ამბროქსი-დენკი 60-ში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ამბროქსი-დენკი 60 გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში: ძალიან იშვიათ შემთხვევებში ამბროქსოლის გამოყენებისას გამოვლინდა კანის მძიმე რეაქციები, როგორიც არის სტივენ-ჯონსონის და ლაილის სინდრომები.  კანზე ან ლორწოვან გარსებზე ნებისმიერი ცვლილების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს და ამბოქსოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს.  თირკმლის და ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები: ამბროქსი-დენკი 60 განსაკუთრეული სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგ. გაზრდილი ინტერვალები დოზებს შორის ან დოზის შემცირება). თირკმლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ღვიძლში წარმოქმნილი ამბროქსოლის მეტაბოლიტების დაგროვება. ამბოქსი-დენკი 60 გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება იშვიათი ბრონქული დაავადებები, რაც გამოიხატება ნახველის ჭარბი გამოყოფით (მაგ. ავთვისებიანი ცილიარული სინდრომი), რადგან ამ დროს მოსალოდნელია ნახველის დაგროვება. პრეპარატში შემავალი აქტიური ინგრედიენტის მაღალი კონცენტრაციის გამო ამბროქსი-დენკი 60-ის გამოყენება არ არის სასურველი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები