იცით ამბროქსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამბროქსოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები ამბროქსოლი ხასიათდება კარგი ამტანობით, თუმცა ხანგრძლივი გამოყენებისას და დიდი დოზების მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის წვა, დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება; იშვიათად – ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვლინდება კანზე გამონაყრით, ჭინჭრის გამონაყრით და ანგიონევროტული შეშუპებით. შესაძლებელია ჰიპერსალივაცია, ცხვირის ლორწოვანის სეკრეციის მომატება, ჰიპერთერმია, დიზურია. ნებისმიერი სახის ნეგატიური რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია სიმპტომატური თერაპიის ჩასატარებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები