იცით ამელოტექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამელოტექსის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: 1%-ზე მეტი – დისპეპსია, მ.შ. გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილი, გაუვალობა, მეტეორიზმი, დიარეა; 0,1-1% – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტიურობის გარდამავალი ზრდა, ჰიპერბილირუბინემია, ბოყინი, ეზოფაგიტი, გასტროდუოდენალური წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მ.შ. ფარული), სტომატიტი; 0,1%-ზე ნაკლები – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, კოლიტი, ჰეპატიტი, გასტრიტი.  სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრივ: 1%-ზე მეტი – ანემია; 0,1-1% – სისხლის ფორმულის ცვლილება, მ.შ. ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.  კანის საფარის მხმრივ: 1%-ზე მეტი – ქავილი, კანის გამონაყარი; 0,1-1% – ჭინჭრის ციება; 0,1%-ზე ნაკლები – ფოტოსენსიბილიზაცია, ბულოზური გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა, მ.შ. სტივენ-ჯონსის სინდრომი, ტოქსიური – ეპიდერმალური ნეკროლიზი.  სასუნთქი სისტემის მხრივ: 0,1%-ზე ნაკლები – ბრონქოსპაზმი.  ნერვული სისტემის მხრივ: 1%-ზე მეტი – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; 0,1-1% – ვერტიგო, ყურებში ხმაური, ძილიანობა; 0,1%-ზე ნაკლები – გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, ემოციონალური ლაბიალურობა.  გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: 1%-ზე მეტი – პერიფერიული შეშუპებები; 0,1 – 1% – არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, სახის ჰიპერემია.  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: 0,1-1% – ჰიპერკრეატინინემია და/ან სისხლის შრატში შარდოვანას მომატება; 0,1%-ზე ნაკლები – თირკმლის მწვავე უკმარისობა;  მელოქსიკამთან მიღების კავშირი დადგენილი არ არის – ინტერსტიციალური ნეფრიტი, ალბუმინურია, ჰემატურია.  მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: 0,1%-ზე ნაკლები – კონიუქტივიტი, მხედველობის დარღვევა, მ.შ. მხედველობის დაბინდვა.  ალერგიული რეაქციები: 0,1%-ზე ნაკლები – ანგიონევროზული შეშუპება,  ანაფილაქტიური რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები