იცით ამვასტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამვასტანის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება. არასასურველი ეფექტები მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ატორვასტატინის მიღებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების გამოვლენის გამო, მკურნალობა შეწყვიტა 2%-ზე ნაკლებმა პაციენტმა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (1% და მეტი): უძილობა, თავის ტკივილი, ასთენიური სინდრომი, გულისრევა, დიარეა, აბდომინური ტკივილი, დისპეპსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, მიალგია. არახშირი (1%-ზე ნაკლები): ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ამნეზია, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპესთეზია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, ანორექსია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ზურგის ტკივილი, კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგია, რაბდომიოლიზი. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავლი, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ბულოზური გამონაყარი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ლაიელის სინდრომი. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპო – ან ჰიპერგლიკემია, შრატისმიერი კფკ აქტივობის მატება. სხვა: იმპოტენცია, პერიფერიული შეშუპება, სხეულის წონის მატება, ტკივილი მკერდის არეში, თირკმელების მეორადი უკმარისობა, ალოპეცია, ხმაური ყურებში, გადაღლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები