იცით ამიოკორდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამიოკორდინის გვერდითი მოვლენებია: საინექციო ხსნარის სახით ამიოდარონის გამოყენებისას, შედარებით ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს არტერიული ჰიპოტენზია (10-30%). არტერიული ჰიპოტენზიის და კოლაფსის განვითარება დამოკიდებულია უმთავრესად ინფუზიის სიჩქარეზე და არა პრეპარატის დოზაზე. პრეპარატის მითითებული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ხანმოკლე ი/ვ შეყვანის გამოყენების გამო, ნაკლებადაა დამახასიათებელი. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სინუსური ბრადიკარდია (რეფრაქტერული ქოლინოლიტიკების მიმართ), ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ხანგრძლივი გამოყენებისას – გულის უკმარისობის სიმპტომების პროგრესირება, “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდია, არსებული არითმიის გაძლიერება, ან მისი განვითარება, პარენტერალური გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითება. სასუნთქი სისტემა: ინტერსტიციული პნევმონია, ან ალვეოლიტი, ფილტვების ფიბროზი, პლევრიტი, პარენტერალური გამოყენებისას – ბრონქოსპაზმი, აპნოე (პაციენტებში სუნთქვის მძიმე უკმარისობით), არაპროდუქტიული ხველა, ქოშინი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი: გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მადის დაკარგვა, გემოვნების დაქვეითება ან დაკარგვა, აბდომინალური ტკივილი, მეტეორიზმი, იშვიათად ღვიძლის ტრანზიტორული დაზიანება (სისხლის შრატში “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მატება). ხანგრძლივი გამოყენებისას – ტოქსიური ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე, ღვიძლის ციროზი. ფარისებრი ჯირკვალი: ამიოდარონით მკურნალობის პერიოდში, ან მისი შეწყვეტის შემდეგ, შესაძლებელია ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის განვითარება. ასეთ შემთხვევაში ამიოდარონის მიღება უნდა შეწყდეს. პრეპარატის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია რამდენიმე თვეში ჩვეულებრივ ნორმალიზდება. ნერვული სისტემა: პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზიები, ტრემორი, ნათხემისეული ატაქსია, თავის ტკივილი, ნეიროპათია და/ან მხედველობის ნერვის ნევრიტი, პოლინეიროპათია, თავბრუსხვევა, სისუსტე, ქალაშიდა წნევის ზომიერი მომატება, ღამის კოშმარები, სმენითი ჰალუცინაციები. პარენტერალური გამოყენებისას – ქალა-ტვინის ჰიპერტენზია. გრძნობის ორგანოები: უვეიტი, ლიპოფუსცინის დაგროვება რქოვანას ეპითელიუმში და მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის ველის შეზღუდვა – პაციენტის ჩივილები მნათობ წერტილებზე ან მკვეთრი განათებისას თვალების წინ ფარდა), ბადურის მიკროაშრევება, მხედველობის უფრო გამოხატული დარღვევები შეიძლება იყოს მხედველობის ნერვის ნეიროპათიის და/ან ნევრიტის შედეგი. მათი განვითარების შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოკვლეული ოფთალმოლოგის მიერ. კანი: სხეულის ღია ნაწილების ფოტომგრძნობელობის მომატება (ფოტოსენსიბილიზაცია), გამონაყარი ან მორუხო-ცისფერი შეფერილობა შესაძლოა განვითარდეს ამიოდარონით მკურნალობისას და მისი შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში. უფრო იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კანის გამონაყარი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმოლიზი და ანგიონევროზული შეშუპება. კანის მორუხო-ცისფერი შეფერილობა შექცევადია და ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.  ლაბორატორიული მაჩვენებლები: ხანგრძლივი გამოყენებისას – თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ან აპლასტიური ანემია. სხვა: მიოპათია, ეპიდერმიტი, პოტენციის დაქვეითება, ალოპეცია, ვასკულიტი, პარენტერალური გამოყენებისას – ცხელება, ოფლიანიბა. ადგილობრივი რეაქციები – პარენტერალური გამოყენებისას – ფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები