იცით ამლოსანდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლოსანდის გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად ამლოსანდსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. ძალიან იშვიათი (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება; • სუნთქვის გაძნელება; • ყლაპვის გაძნელება; • თავბრუსხვევა ან გულყრა; • ტაქიკარდია ან არითმია; • გამონაყარი ან ქავილი (ხშირად მთელი სხეულის ჩათრევით) • გამონაყარი, კანის გაწითლება, ტუჩებზე, თვალებზე ან პირში წყლულების გაჩენა, კანის აქერცვლა, ცხელება. სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები: ძალიან ხშირი: (გვხვდება 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • ხელის გულების შეშუპება; ხშირი: (გვხვდება 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნლობის დსაწყისში), ძილიანობა, თავბრუსხვევა, სისუსტე; • ტაქიკარდია ან არითმია; • ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი კუჭის არეში; • სახის გაწითლება და წამოხურების შეგრძნება (განსაკუთრებით მკურნლობის დასაწყისში); არახშირი: (გვხვდება 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • გულყრა, გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია), სტენოკარდიული ტკივილი, მკურნალობის დასაწყიში შესაძლებელია სტენოკარდიის მიმდინარეობის გაუარესება; • დაბალი არტერიული წნევა, ვასკულიტი; • სუნთქვის გაძნელება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი); • ძილის დარღვევები, გაღიზიანებადობა, დეპრესია; • ცუდი განწყობილება, პირის სიმშრალე, ძნელად მართვადი ტრემორი, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია), ჭარბი ოფლდენა; • მხედველობის დაქვეითება; • შუილი ან ხმაური ყურებში; • სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში; • კანზე ჩხვლეტისა და ჩქმეტის შეგრძნება (ეგზანთემა), ქავილი, ჭინჭრის ციება, თმისცვენა, კანის ფერის შეცვლა, პურპურა; • გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ღრძილების შეშუპება (გინგივიტური ჰიპერპლაზია); • კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი; • ხშირი შარდვა; • იმპოტენცია; • სხეულის წონის მომატება ან დაკლება. იშვიათი (გვხვდება 1000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • გონების დაბინდვა, შფოთვის წარმოქმნის ჩათვლით; • გემოს შეგრძნების დარღვევა; • ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის მომატება; კანის ან თვალის გუგების გაყვითლება, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის ფუნქციის ან ანთების შედეგი. ძალიან იშვიათი (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდნობის შემცირება (ლეიკოპენია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცხის გაურკვეველი მიზეზით მომატება, ყელის ტკივილი და გრიპისმაგვარი სიმპტომები (ლეიკოპენია); • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევების ან ცხვირიდან სისხლდენის განვითარება; • სისხლში შაქრის მომატება; • ტკივილი ან დაბუჟების შეგრძნება ხელებსა კიდურებში (პერიფერიული ნეიროპათია); • ხველა; • კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი). ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, მაგრამ მათი კავშირი ამლოდიპინის გამოყენებასთან ზუსტად ცნობილი არ არის: მიოკარდის ინფარქტი, არითმია და სტენოკარდია (დაძაბვის სტენოკარდია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები