იცით ამლო-დენკი 10-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლო-დენკი 10-ის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, ამლო-დენკი 5 შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.  გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ჩასასმელია ცხრილი  სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად: ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია). იმუნური სისტემის სისტემის: ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები მეტაბოლური და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად: სისხლში გლუკოზის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) ფსიქოლოგიური დარღვევების მხრივ: არა ხშირად: უძილობა, ხასიათის ცვლილებები. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: ძილიანობა, თავბუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). არა ხშირად: კანკალი, გემოვნების დარღვევა, ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე). შეხების შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოესთეზია), ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია). ძალიან იშვიათად: კუნთების მომატებული დაძაბულობა, პერიფერიული ნეიროპათია. თვალის მხრივ: არა ხშირად: მხედველობის დარღვევა (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის ზუსტად დადგენილი).  ყურის მხრივ: რახშირად: ყურებში შუილი. გულის მხრივ: ხშირად: ტაქიკარდია, გულისფრიალი. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია გამოვლინდეს სტენოკარდიის ეპიზოდები, ხოლო პაციენტებში, რომელთაც უკვე აღენიშნებათ სტენოკარდიის შეტევები, ამლოდიპინმა შესაძლებელია გაზარდოს ეპიზოდების სიხშირე, ხანგრძლივობა და სიმწვავე. ძალიან იშვიათად: მიოკარდიუმის ინფარქტი. სხვა დიჰიროპირიდინის მსგავსად, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში აგრეთვე გამოვლინდა არითმიის ეპიზოდები (მათ შორის ბრადიკარდია, ვენტრიკულური ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია). თუმცა იგი არ განსხვავდება ბუნებრივად მიმდინარე არითმიისგან.  ვასკულარული სისტემის მხრივ: ხშირად: წამოწითლება და წამოხურების შეგრძნება, განსაკუთრებით სახის არეში (ერითემა, ერითრომელალგია). არახშირად: დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ძალიან ხშირად: ვასკულარული ანთება (ვასკულიტი). სასუნთქი სისტემის მხრივ: არახშირად: სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), გაციება (რინიტი) ძალიან იშვიათად: ხველა. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხშირად: მუცლის ტკივილი, გულისრევა. ძალიან იშვიათად: ღებინება, მუცელში სისავსის შეგრძნება, დიარეა, საჭმლის მოუნელებლობა, პირის სიმშრალე.  ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი: ძალიან იშვიათად: სიყვითლე (ჰეპატიტი), ღვიძლის ფერმენტების მომატება (ტრანსამინაზების დონის მომატება). კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირად: თმის ცვენა (ალოპეცია), დერმატორაგია (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, ოფლდენა, კანის ქავილი (პრურიტუსი), კანის და სახის სიწითლე (ეკზანთემა). ძალიან იშვიათად: ქსოვილის და ლორწოვანი გარსის შეშუპება (ანგიოედემა), კანის ცვლილებები, რაც შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე ხარისხის (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ურტიკარია. კანის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად: სახსრის ტკივილი (ართრალგია), კუნთების ტკივილი (მიალგია), კუნთების სპაზმი), ზურგის ტკივილი. თირკმლის და ქვედა საშარდე გზების მხრივ: არახშირად: შარდვის დარღვევა, ღამით შარდვის გახშირება (ნიქტურია), უფრო ხშირად ურეზიესთეზია. რეპროდუქტიული ორგანოების და მკერდის მხრივ: არახშირად: იმპოტენცია, კაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია). ზოგადი სიმპტომები: ხშირად: ხელებში და/ან ფეხებში სითხის დაგროვება (პერიფერიული შეშუპებ), დაღლილობა. არახშირად: მკურდის ტკივილი, რაც არ განსხვავდება ბუნებრივად მიმდინარე დაავადების მიმდინარეობისგან. სისუსტის შეგრძნება, ტკივილი, დაღლილობა, წონის მომატება ან დაკლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები