ამოქსი–დენკ 1000-ის უკუჩვენებებია: ამოქსი-დენკ 1000-ის არ გამოიყენება თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) ამოქსიცილინის, სხვა სახის პენიცილინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ამოქსი-დენკ 1000 სიფრთხილით გამოიყენება: – თუ პაციენტს გამოხატული აქვს ალერგიული რეაქცია. შესაძლებელია განვითარდეს ჯვარედინი ალერგიული რეაქციები სხვა ბეტა-ლაქტამაზის ანტიბიოტიკებისადმი (მაგალითად ცეფალოსპორინები). თუ მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს აღენიშნება სოკოვანი ინფექცია, შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია პენიცილინის პირველი დოზის მიღებისთანავე. – თირკმლის დარღვეული ფუნქციის დროს (საჭიროა დოზის დარეგულირება). – თუ პაციენტს ასევე აქვს ვირუსული ინფექცია (განსაკუთრებით კი ინფექციური მონონუკლეოზი) ან ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია. ამ შემთხვევაში ასევე იზრდება ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი. – მკურნალობის დროს მიმდინარე ძლიერი განუწყვეტელი დიარეა. ამ შემთხვევაში საჭიროა მიემართოს მკურნალ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ნაწლავური ანთების პირველი ნიშანი (ფსევდომემბრანოზული კოლიტი).
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი 2. სამკურნალო პრეპარატები