იცით ანაპენ® 300-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ანაპენ® 300-ის უკუჩვენებებია: – თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგძნობიარე) ადრენალინის მიმართ ან მის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (იხ. ქვემოთ ინფორმაცია სულფიტებზე)  განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ანაპენთან მიმართებაში – თქვენი ექიმის მიერ გულდასმით უნდა ახსნილი იყოს თუ როდის უნდა გამოიყენოთ თქვენი ანაპენ აუტო-ინექტორი და როგორია მისი გამოყენების სწორი წესი. – აღნიშნული წამალი გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში და თქვენი ავტო-ინექტორის გამოყენების შემდეგ დაუყონებლივ უნდა აღმოჩნდეთ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. – თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ექიმს, გაწუხებთ თუ არა გულის დაავადება, მათ შორის გულის იშემიური დაავადება, ჰიპერთიროიდიზმი, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში კალიუმის დაბალი დონე და კალციუმის მომატება, სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სისმსივნის ტიპი), თვალშიდა წნევის მატება (გლაუკომა), თირკმლის ან პროსტატის დაავადება, დიაბეტი ან რომელიმე სხვა დაავადება. – განმეორებითმა ადგილობრივმა ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ინექციის ადგილზე კანის დაზიანება. სისხლძარღვში შემთხვევით გაკეთებულმა ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი მატება. ხელში ან ფეხში შემთხვევით გაკეთებულმა ინექციამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაზიანებულ უბანთან სისხლის მიწოდების შეწყვეტა. თქვენ დაუყონებლივ უნდა მიმართოდ უახლოესს ჰოსპიტალს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები