იცით ანასტროზოლი დენკს რა უკუჩვენებები აქვს?

ანასტროზოლი დენკის უკუჩვენებებია: არ შეიძლება ანასტროზოლ Dდენკ 1-ის მიღება:  –          თუ პაციენტი ალერგიულია ანასტროზოლის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (იხილეთ ნაწილი 6: დამატებითი ინფორმაცია)  –          თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში (იხილე ნაწილი „ორსულობა და ლაქტაცია“). ანასტროზოლ Dდენკ 1 არ მიიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში, ანასტროზოლ დენკ 1-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმცევტს.  განსაკუთრებული სიფრთხილით ანასტროზოლ დენკ 1-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.  –          თუ ჯერ კიდევ აღინიშნება მენსტრუაცია და კლიმაქტერული პერიოდი არ არის დამთავრებული.  –          თუ პაციენტი მკურნალობს ტამოქსიფენის შემცველი პრეპარატით ან იღებს პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ესტროგენს (იხილე ნაწილი „ანასტროზოლ დენკ 1-ის მიღება სხვა წამლებთან ერთად“). –          თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია დაავადება, რომელმაც გავლენა იქონია ძვლების სიმაგრეზე (ოსტეოპოროზი).     –          თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა.    თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ ხსენებული ეხება მას, ანასტროზოლ Dდენკ 1-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.  იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, სამედიცინო პერსონალი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ პაციენტი მკურნალობს ანასტროზოლ დენკ 1-ით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები