იცით ანგიოზილი რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანგიოზილი რეტარდის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტების სიხშირე, რომლებიც ტრიმეტაზიდინის მიღებისას, მოყვანილია შემდეგ გრადაციაში: ძალიან ხშირად (1/10 მეტი); ხშირად (1/100 მეტი, 1/10 ნაკლები); ნაკლებად ხშირად (1/1000 მეტი, 1/100 ნაკლები); იშვიათად (1/10000 მეტი, 1/1000 ნაკლები); ძალიან იშვიათად (1/10000 ნაკლები), მათ შორის, ცალკეული შეტყობინებები. საჭმლის მონელების სისტემის მხრივ ხშირად: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, გულისრევა, ღებინება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ხშირად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასთენია. ძალიან იშვიათად: ექსტრაპირამიდული აშლილობები (ტრემორი, რიგიდულობა, აკინეზია), შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. კანის საფარის მხრივ ხშირად: კანის გამონაყარი: ქავილი, ჭინჭრის ციება. გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ იშვიათად: ორთოსტატული ჰიპოტენზია, სახის კანის ჰიპერემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები