იცით ანდროკურს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანდროკურის გვერდითი მოვლენებია: ჩვენებები: მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზირებული ან არაოპერაბილური კიბო (ორქიექტომიამდე ან მის შემდეგ), ჰიპერსექსუალობა. ქალებში – ანდროგენიზაცია (მათ შორის მძიმე ჰირსუტიზმი, მძიმე ანდროგენოდამოკიდებული ალოპეცია, აკნეს და სებორეას მძიმე ფორმა). ბავშვებში – იდიოპათიური ადრეული სქესობრივი მომწიფება. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის სიმსივნე (თუ აღნიშნულები გამოწვეული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მეტასტაზებით), დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები (მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია). დეპრესია (მძიმე ფორმა), თრომბოემბოლია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებით, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თრომბოემბოლია (ანამნეზში), მოზარდთა ასაკი (მომწიფების პერიოდის დამთავრებამდე), ორსულთა ჰერპესი (ანამნეზში), ორსულებში იდიოპათიური სიყვითლე (ანამნეზში), კახექსია (თუ ის დაკავშირებული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნესთან). გვერდითი მოქმედება : მკურნალობის დასწყისში – ტკივილი მუცელში, გულისრევა, მომატებული დაღლილობა, კანის სიმშრალე, აპათია, დეპრესიული მდგომარეობა ან მოუსვენრობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, სითხის შეკავება ორგანიზმში. იშვიათად – ალერგიული რეაქციები, შესაძლებელია წონაში მომატება ან მოკლება. მამაკაცებში შესაძლებელია გინეკომასტიის გამოვლენა, ქალებში სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა. სპერმატოგენეზის დათრგუნვა (ჩასახვის და განაყოფიერების უნარის დაქვეითება – ჩვეულებრივ აღდგება პრეპარატის მოხსნიდან 3-4 თვის შემდეგ), ლტოლვისა და პოტენციის შექცევადი დაქვეითება. ხანგრძლივი დროის მანძილზე ანდროგენების გამომუშავების დაქვეითება იშვიათ შემთხვევაში იწვევს ოსტეოპოროზის განვითარებას. ერთეულ შემთხვევაში მაღალი დოზით დანიშვნისას აღინიშნება ქოშინი და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება. ბავშვებში – ჰიპოთალამუსზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც იწვევს თირკმელზედას ქერქის დაქვეითებას (მაღალი დოზით თერაპიისას); ღვიძლის უკმარისობის განვითარება. კუნთში სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია ხველა, ქოშინი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები