იცით ანტაქსონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტაქსონის გვერდითი მოვლენებია: ავადმყოფებში, რომელთა ორგანიზმშიც არ არის ოპიოდი თერაპიულ დოზებში ანტაქსონი არ იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. 10% სიხშირით ანტაქსონით მკურნალობის როგორც დაწყებამდე, ისე მისი მიღების ფონზე ავადმყოფებში აღინიშნება: ძილის დარღვევა, განგაში, მომატებული გაღიზიანებულობა, მუცელში ტკივილი, გულისრევა და ღებინება, სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში და სახსრებში. 10%-ზე ნაკლებ შემთხვევაში: მადის დაქვეითება, ყაბზობა ან დიარეა, ფსიქომოტორული აგზნება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი, ციების შეგრძნება, სქესობრივი პოტენციის დაქვეითება, ეაკულაციის შენელება. ერთეულ შემთხვევაში აღინიშნება დაღლილობა, გონების არევა, დეპრესია, ჰალუცინაციები და ღამის კოშმარები, სინათლის შიში, ხველა. ლაბორატორიული დიაგნოსტიკისას შესაძლებელია სისხლში ტრანსამინაზების აქტიობის მომატება, ლიმფოციტოზი. რამდენადაც აღნიშნული სიმპტომები ერთნაირი სიხშირით აღინიშნება როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ისე ანტაქსონის მიღების ფონზე, როგორც ჩანს არ უნდა ჩაითვალოს პრეპარატის გვერდითი მოქმედების გამოვლინებად. აღწერილია ერთი შემთხვევა იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურისა ავადმყოფში, რომელიც შესაძლებელია სენსიბილიზებული იყო ანტაქსონით წინა მკურნალობის მკურნალობის პერიოდში; გამოჯანმრთელება მოხდა პრეპარატის მოხსნისა და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის კურსისი შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები