იცით ანტელეფსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტელეფსინის გვერდითი მოვლენებია: ძირითადად ადგილი აქვს ცნს-ის მხრივ დოზადამოკიდებული გვერდითი ეფექტების განვითარებას, რაც უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება პრეპარატი ანტიპეეფსის მაღალი დოზებით დანიშვნისას, მკურნალობის ბოლოს, ან მაღალი დოზების სწრაფად ზრდის შედეგად, აგრეთვე ხანგრძლივი მკურნალობის დროს. გვერდითი მოვლენების მნიშვნელოვანი შემცირება ან საერთოდ მათი თავიდან აცილება შესაძლებელია მკურნალობის დაწყებით პრეპარატი ანტიპეეფსის ძალიან მცირე დოზებით და მათი თანდათანობითი გაზრდით (აუცილებლობის დროს აგრეთვე დოზის შემცირებით). გვერდითი ეფექტების უმრავლესობას ადგილი აქვს მკურნალობის დასაწყისში, რომლებიც პრეპარატი ანტიპეეფსით მკურნალობის გაგრძელების პროცესში თანდათან სუსტდება. ხშირად შესაძლებელია გადაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, არასასურველი სედატიური ეფექტი, ცნობიერების დაბინდვა, ადინამია, ატაქსია და ზოგჯერ კუნთების სისუსტე. ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებში პრეპარატი ანტიპეეფსი იწვევს გაძლიერებულ ნერწყვდენას ან ბრონქული სეკრეტის ჭარბ წარმოქმნას (სასუნთქი გზების დახშობის საშიშროება). ზოგჯერ შესაძლებელია ტონურ-კლონური კრუნჩხვების პროვოცირება. იშვიათად დეპრესია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებები (გასტროინტესტინური დარღვევები, მხედველობის დარღვევა, არტიკულაციის მოშლა, არტერიული წნევის დაქვეითება, სასუნთქი გზების ობტურაცია, ცნს-ის ფუნქციის დათრგუნვა, აგრეთვე პრეპარატი ანტიპეეფსის მიმართ მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული სუნთქვის ცენტრის დამბლა (ზედაპირული სუნთქვა მის სრულ გაჩერებამდე). გარდა ამისა გამორიცხული არ არის სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენების შედეგად გამოწვეული გვერდითი მოვლენების განვითარება: მეხსიერების არასასურველი დროებითი დარღვევა (ანტეროგრადული ამნეზია), ცნობიერების დაბინდვა, რომელიც ძლიერდება ანტელეფსინის კომბინაციით ფენობარბიტალთან და პრიმიდონთან. ანტელეფსინი ეფექტურად მოქმედებს ეპილეფსიით დაავადებულ ავადმყოფებში. იშვიათ შემთხვევაში მკურნალობის დროს შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების განვითარება (მაგ, მწვავე აგზნებადობა, აგრესიული მდგომარეობა). ეპილეფსიური გულყრების განვითარების თავიდან აცილების მიზნით ანტელეფსინით მკურნალობის შეწყვეტა ხდება დოზის თანდათანობითი შემცირებით. ამასთან ერთად, შესაძლებელია სხვა სიმპტომების განვითარება, როგორიცაა: გუნება-განწყობის შეცვლა (მსუბუქი დისფორია), ძილის დარღვევა, კუნთების კრუნჩხვები და მუცლის არეში სპაზმები, ღებინება, გაძლიერებული ოფლდენა და ტრემორი. აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რომლის მიერ ტარდება სპეციფიკური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები