იცით აპიდრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აპიდრას გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, აპიდრასაც შეიძლება თან ახლდეს არასასურველი ეფექტები. გლიკემიის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია გონების დაკარგვა. ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული დაზიანება.  მხედველობის ფუნქციის მოშლა გლიკემიის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ (შემცირებამ ან მომატებამ) შესაძლებელია გამოიწვიოს  მხედველობის ფუნქციის დროებითი მოშლა. თუ პაციენტს აქვს ბადურის პროლიფერაცია (გაზრდით გაყოფა), მაშინ ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაკარგვა.  კანის მხრივ არასასურველი ეფექტები და ალერგიული რეაქციები თუ კანის ერთსა და იმავე ადგილას ხშირად შეჰყავთ ინსულინი, შეიძლება ამ ადგილას კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი უფრო გათხელდეს ან გასქელდეს (რეაქცია, რომელსაც ლიპოდისტროფიას უწოდებენ). თუ ასეთ ზონაში შეჰყავთ ინსულინი, შეიძლება მან არ გამოავლინოს სათანადო ეფექტი. საჭიროა შეიცვალოს ადგილი თითოეული ინექციისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ კანის ამგვარი მოდიფიკაცია.  არსასურველმა რეაქციებმა შესაძლებელია თავი იჩინონ ინექციის ადგილას (მაგალითად: სიწითლე, ინექციისას უჩვეულო, ინტენსიური ტკივილი, მადის დაკარგვა, ჭინჭრის ციება, შეშუპება და ანთება). ეს რეაქციები შეიძლება აგრეთვე გავრცელდეს ინექციის წერტილის გარშემო. ინსულინის მიმართ რეაქციების უმრავლესობა ვლინდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.  ინსულინის მიმართ გავრცელებულმა ალერგიამ, რომელსაც შედარებით იშვიათი ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან მწვავეა, შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი (ძლიერი ქავილით) მთელს სხეულზე, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რიტმის აჩქარება ან ოფლიანობა. ალერგიის მძიმე შემთხვევები, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი, შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია) გლიკემია შეიძლება იყოს ძალიან მაღალი, თუ: – პაციენტმა არ მიიღო ან საკმარისი დოზით არ მიიღო ინსულინი, ან თუ იგი ნაკლებად ეფექტურია, არასათანადო პირობებში შენახვის გამო; – პაციენტი ნაკლებად მისდევს ფიზიკურ ვარჯიშს, იმყოფება სტრესულ სიტუაციაში  (ემოციური ღელვა, გაღიზიანება), ან აქვს ჭრილობა, გაიკეთა ოპერაცია, აღენიშნება ციებ-ცხელება ან სხვა სახის დაავადება; – პაციენტი იღებს იღებთ ან ღებულობდა სხვა მედიკამენტებს. სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს გლიკემიის შესახებ შემდეგია: წყურვილის შეგრძნება, შარდვის მოთხოვნილების მომატება, დაღლილობა, კანის გამოშრობა, სახის სიწითლე, მადის დაკარგვა, არტერიული წნევის შემცირება, გულის ცემის აჩქარება, სისხლში შაქრის რაოდენობის მომატება, კეტონური სხეულების და/ან შარდში შაქრის არსებობა, კუჭის არეში ტკივილები, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, აგრეთვე გონების დაკარგვა მიუთითებს სერიოზულ მდგომარეობაზე (აციდო –კეტოზი), რომელიც გამოწვეულია ინსულინის ნაკლებობით.  თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან დაბალია (ჰიპოგლიკემია) შაქრის რაოდენობა სისხლში შეიძლება შემცირდეს უკიდურესად, თუ პაციენტი: – საჭიროზე მეტ ინსულინს ღებულობს; – გვიან სადილობს ან გამოტოვა სადილი; – არ ჭამს საკმარისად ან იღებს ისეთ საკვებს, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს; – კარგავს ნახშირწყლებს პირღებინების ან დიარეის შედეგად; – სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არასაკმარისი რაოდენობის საკვებს ღებულობს; – ჩვეულებრივზე მეტი ინტენსივობით იტვირთება ფიზიკურად; – იტარებს მკურნალობის კურსს სხვა სახის სამედიცინო ჩარევიდან ან სტრესიდან მიღებული ტრავმის სამკურნალოდ; – ინკურნება ციებ-ცხელებისაგან ან სხვა სახის დაავადებისაგან; – იღებს ან შეწყვიტა სხვა მედიკამენტების მიღება. სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება ძალიან ან ძალიან სწრაფად, შეიძლება იყოს, მაგალითად: ოფლის დენა, კანის სისველე, შიში, წუხილი, გულის აჩქარებული რიტმი, არტერიული წნევის მომატება, ცახცახი, არარეგულარული გულისცემა. ეს სიმპტომები ხშირად წინ უძღვის სიმპტომებს, რომლებიც გამოწვეულია თავის ტვინში შაქრის ნაკლებობით.  სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ტვინში შაქრის ნაკლებობით, შემდეგია: თავის ტკივილები, ინტენსიური შიმშილის გრძნობა, გულისრევა, პირღებინება, დაღლილობა, უძილობა, შფოთვა ძილის დროს, მღელვარება, აგრესიული მოქმედება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ცვალებადი რეფლექსები, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების მოშლა (შეიძლება სიტყვების საერთოდ დავიწყება), მხედველობის მოშლა, კანკალი, დამბლა, ჟრუანტელის შეგრძნება (ჭინჭრის ციება), დაბუჟება და პირის ღრუს დაბუჟება, თავბრუსხვევა, საკუთარის თავის კონტროლის დაკარგვა, საკუთარ თავზე ზრუნვის უუნარობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები