იცით არიმიდექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არიმიდექსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციების სიხშირის განსაზღვრა: ძალიან ხშირად (>10%); ხშირად (1–10%); იშვიათად (0.1–1%); გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ალები; რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ხშირად – საშოს სიმშრალე; იშვიათად – საშოსმიერი სისხლდენა (განსაკუთრებით პირველ კვირეებში, წინამორბედი ჰორმონალური თერაპიის არმიდექსით ჩანაცვლებით ან შეცვლით). საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, დიარეა; იშვიათად – ანორექსია, ღებინება, გამა გლუტამინ ტრანსფერაზას და ტუტე ფოსფატაზას მომატება. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, ტკივილი ხელებში („ტუნელის სინდრომი“), განსაკუთრებით ამ დაავადების რისკის ჯგუფის პაციენტებში; იშვიათად – ძილიანობა. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად–ჰიპერქოლესტერინემია. პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირება მოცირკულირე ესტრადიოლის შემცირების გამო, რის გამოც ოსტეოპოროზისა და ძვლის მოტეხილობის რისკი იზრდება. დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად – თმის გათხელება, კანზე გამონაყარი, ძალიან იშვიათად – მულტიფორმული ერითემა(სტივენ–ჯონსონის სინდრომი). ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები (მათ შორის ანგიონევროტული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი). სხვა: ართრალგია, ასთენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები