იცით არიპეგისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არიპეგისის გვერდითი მოვლენებია: ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად არიპეგისმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში. ხშირად გამოვლენილი ეფექტები (100პაციენტიდან 1-ზე ხშირი და 10 შემთხვევაზე ნაკლები): კუნთების არაკონტროლირებადი შეკუმშვა ან კანკალი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ღებინება, გულისრევა, კუჭში არასასიამოვნო შეგრძნება, შეკრულობა, ჰიპერსალივაცია, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები, მოუსვენრობა, შფოთვის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა ან,,ციმციმი” თვალებში. არახშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები(1000პაციენტიდან 1-ზე ხშირი და 10 შემთხვევაზე ნაკლები): ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა განიცადოს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას; აგრეთვე შესაძლოა აღინიშნოს გულისცემის გახშირება. ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნა ხასიათის ცვლილება.  პრეპარატი არიპეგისის ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის დადგენილი: სისხლის ზოგიერთი უჯრედების კონცენტრაციის ცვლილება; უჩვეულო გულისცემა, მოულოდნელი აუხსნელი სიკვდილი, ინფარქტი; ალერგიული რეაქცია (მაგ., პირის ღრუს ლორწოვანის, ენის, სახის, ყელის შეშუპება, ქავილი და გამონაყარი); სისხლში შაქრის მაღალი დონე, დიაბეტის გაუარესება ან გაჩენა, კეტოაციდოზი (კეტონის არსებობა სისხლში და შარდში) ან კომა, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე; სხეულის მასის მომატება და დაკლება, ანორექსია, ნერვულობა, აჟიტირება, შფოთის შეგრნება; სუიციდური აზრები, სუიციდური მცდელობა ან სუიციდი; მეტყველების დარღვევა, შეტევა, სიცხის კომბინაცია, კუნთების რიგიდულობა, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, დაქვეითებული აზროვნება და არტერიული წნევის და გულის კუმშვის სიხშირის უეცარი ცვლილება; გულყრა, მაღალი არტერიული წნევა, ვენაში თრომბის წარმოქმნა, განსაკუთრებით ფეხებზე (სიმპტომები შეიცავენ შეშუპებას, ტკივილს და ფეხების სიწითლეს), რაც შესაძლოა გადაადგილდეს სისხლძარღვებიდან ფილტვებში, რაც იწვევს ტკივილს მკერდის არეში და სუნთქვის გართულებას (თუ შენიშნავთ ნებისმიერს ამ გვერდითი ეფექტებიდან დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს); საყლაპავის კუნთების სპაზმი, ტრაქეაში საკვების უეცარი მოხვედრა პნევმონიის განვითარების რისკით, ყლაპვის გართულება; კუჭკვეშა ჯირკვლის ანთება; ღვიძლის ანთება, კანისა და თვალის გუგის სიყვითლე, ანალიზისას ღვიძლის პათოლოგიური მაჩვენებლების გამოვლენა, დისკომფორტი მუცლის ღრუში, დიარეა; გამონაყარი კანზე და სინათლის მიმართ მგრძნობელობა, თმის უჩვეულო ცვენა ან თმის გათხელება, ჭარბი ოფლიანობა; შებოჭილობა ან კრინჩხვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე; უნებლიე შარდვა, პრობლემები შარდვისას; ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია; თერმორეგულირების პრობლემები და გადახურება, მკერდის ტკივილი, ხელის მტევნების, წვივ-ფეხის სახსრების და ფეხის გულების შეშუპება.  15 წლის ასაკში მოზარდებში და უფროსებში აღინიშნა იგივე სიხშირის და ტიპის გვერდითი ეფექტები, რაც უფროსებში, მაგრამ უძილობა და არაკონტროლირებადი კუნთების შეკუმშვა ან კანკალი აღინიშნა ძალიან იშვიათად (10 პაციენტიდან 1 შემთხვევაზე ნაკლები), ხოლო პირის სიმშრალე, მადის მომატება და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომიარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას აღინიშნა ხშირად.  არიპიპრაზოლის მიღებისას სიკვდილიანობის შემთხვევა აღინიშნა უმეტესად ხანდაზმულებში დემენციით. გარდა ამისა, გამოვლინდა ინსულტის და მიკროინსულტის შემთხვევები.  თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ სახეს მიიღებს, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები