იცით არისტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არისტას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული ტადალაფილის გამოყენებასთან, ჩვეულებრივ უმნიშვნელოა, ან საშუალო გამოხატულების ხარისხის, ტრანზიტორულია და პრეპარატის გამოყენების გაგრძელებისასმცირდება.  ქვემოთ გამოყენებული გვერდითი ეფექტების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან< 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან< 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან< 1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), დაუდგენელი სიხშირის. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირი – გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, აწ დაქვეითება (პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ ჰიპოტენზიურ საშუალებებს), აწ მომატება; იშვიათი – მიოკარდიუმის ინფარქტი; დაუდგენელი სიხშირის – არასტაბილური სტენოკარდია, უეცარი კარდიალური სიკვდილი. ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი – თავის ტკივილი; ხშირი – თავბრუსხვევა; იშვიათი – გულის წასვლა, შაკიკი, ტრანზიტორული იშემიური შეტევები, ინსულტი. მხედველობის ორგანოების მხრივ: არახშირი – არამკვეთრი მხედველობითი აღქმა; იშვიათი – მხედველობის ველის დარღვევა; დაუდგენელი სიხშირის – მხედველობის ნერვის არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია, ბადურას ვენების ოკლუზია. სასუნთქი სისტემის მხრივ: არახშირი – სისხლდენა ცხვირიდან. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – ტკივილი მუცლის არეში; არახშირი – გასტროეზოფაგური რეფლუქსი. დერმატოლოგიური რეაქციები: არახშირი – გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი; დაუდგენელი სიხშირის – სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ექსფოლიაციური დერმატიტი. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: იშვიათი – ხანგრძლივი ერექცია; დაუდგენელი სიხშირის – პრიაპიზმი. იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ზოგადი დარღვევები: არახშირი – ტკივილი გულმკერდში; იშვიათი – სახის შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები