იცით არიფონ რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არიფონ რეტარდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება ისევე როგორც ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, არიფონ რეტარდმაც, თუმცა არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.  შეწყვითეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი შემდეგი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში: • ანგიონევროზული შეშუპება ან/და ჭინჭრის ციება. ანგიონევროზული შეშუპება ხასიათდება კიდურების, სახის კანის საფარველების შეშუპებით,  ტუჩების, ენის შეშუპებით, ხორხის და სასუნთქი გზების ლორწოვნების შეშუპებით, რაც იწვევს ქოშინს და ყლაპვის გაძნელებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. (ძალიან იშვიათი) განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 1000-დან 1 პაციენტს). • კანის მწვავე რეაქციები, რომლებიც მოიცავს კანის ინტენსიურ გამონაყარს, მთელი სხეულის ზედაპირის კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების გაჩენა, კანის აქერცლვა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს). • სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია. (სიხშირე უცნობია). • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის არეში ინტენსიური ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის თანხლებით. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს). • თავის ტვინის დაავადებები, გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). (სიხშირე უცნობია). • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). (სიხშირე უცნობია).  განვითარების სიხშირის შემცირების მიხედვით სხვა გვედითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს: ხშირი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10-დან 1 პაციენტს): • კანის წითელი გამონაყარი; • ალერგიული რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიური ხასიათის, პაციენტებში ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ  წინასწარგანწყობით. არახშირი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 100-დან 1 პაციენტს): • ღებინება; • კანზე წითელი, წერტილოვანი ლაქები (პურპურა). იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 1000-დან 1 პაციენტს): – დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, სხეულში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), თავბრუსხვევა; – დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (როგორიც არის გულისრევა, ყაბზობა), პირის სიმშრალე. ძალიან იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10000-დან 1 პაციენტს): – სისხლის უჯრედების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოციტრების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს ადვილად განვითარებად სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენებს), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს სხეულის ტემპერატურის აუხსნელ მომატებას, ყელის ტკივილს და გრიპის მსგავს სხვა სიმპტომებს – მათი გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება); – სისხლში კალციუმის დონის მაღალი დონე; – გულისცემის არარეგულარული რითმი, დაბალი არტერიული წნევა; – თირკმელების დაავადება; – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. სიხშირე უცნობია: • გულის წასვლა; • თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი), შესაძლებელია გაუარესება; • არის ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების შესახებ (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზის ან ხელოვნური უტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ; • ახლომხედველობა (მიოპია); • არამკაფიო მხედველობა; • მხედველობის დარღვევა; • შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება (სისხლის ანალიზებში), ამიტომ მდგომარეობის შესამოწმებლად თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი. შეიძლება განვითარდეს ლაბორატორიული მონაცემების შემდეგი ცვლილებები: – სისხლში კალიუმის დაბალი დონე. – სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის შემცირება, – შარდმჟავას შემცველობის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრა (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების), – დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა, – ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, – ელექტროკარდიოგრამაში (ეკგ) ნორმიდან გადახრა.    შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე თუ თქვენ აღნიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფქტებს, აცნობეთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ვრცელდება ნებისმიერ გვერდით ეფექტზე, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩნართში. არასასურველი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პეეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები