იცით არომაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არომაზინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება უმნიშვნელოდ ან ზომიერად გამოხატული სახით. შედარებით ხშირად: სიმხურვალის შეგრძნება, გულისრევა, გადაღლა, მომატებული ოფლიანობა და თავბრუსხვევა. თავის ტკივილი, უძილობა, ტკივილი მუცლის არეში, კანზე გამონაყარი, ანორექსია, ღებინება, დეპრესია, ალოპეცია, პერიფერიული შეშუპებები (ტერფების და წვივების შეშუპება), ყაბზობა და დისპეფსია. ერთეულ შემთხვევაში: ლიმფოციტების რიცხვის შემცირება განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ წინასწარი ლიმფოპენია), ლიმფოციტების საშუალო რიცხვის დადასტურებული შეცვლით და ვირუსული ინფექციების დაავადების თანმხლები დაავადებების გარეშე. ღვიძლის ფერმენტებისა და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის გაზრდა უპირატესად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მეტასტაზები ღვიძლში და ძვლებში, აგრეთვე ღვიძლში სხვა დაზიანებების არსებობისას (არ არის დადგენილი დაკავშირებულია თუ არა ეს ცვლილებება პრეპარატის მიღებასთან).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები