იცით ასერტინს რა უკუჩვენებები აქვს?

ასერტინის უკუჩვენებებია: როდის არ შეიძლება ასერტინ 50, ასერტინ 100 მიღება • თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა (სენსიბილიზაცია) სერტრალინის ან წამლის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ, • თუ პაციენტი ღებულობს ან ღებულობდა მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფის წამალი (ნაო ინჰიბიტორები, მაგ. სელეგილინი, მოკლობემიდი) ან მაო მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების მსგავს წამლებს (მაგ. ლინეზოლიდი). სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში საჭირო სულ მცირე ერთი კვირის ლოდინი მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე. მაო ინჰიბიტორბით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში საჭირო სულ მცირე 2 კვირის ლოდინი სერტრალინით მკურნალობის დაწყებამდე, • თუ პაციენტი ღებულობს პიმოზიდს (ანტიფსიქოზური საშუალება).  პრეპარატ ასერტინ 50, ასერტინ 100 მიღების წინ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციების შესახებ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში იყო ან ამჟამად აღინიშნება.  • სეროტონინის სინდრომი. იშვიათ შემთხვევებში ეს სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც სერტრალნთან ერთად გარკვეულ წამლებს ღებულობდნენ (ნიშნები, იხ. პუნქტი 4.: შესაძლო გვერდითი მოვლენები). ექიმმა უნდა უთხრას პაციენტს, თუ წარსულში ჰქონდა სეროტონინის სინდრომი. • სისხლში ნატრიუმის დაქვეითებული კონცენტრაცია, ვინაიდან შეიძლება ეს განვითარდეს ასერტინ 50, ასერტინ 100-ის მიღების შედეგად. აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს განსაზღვრული წამლების მიღების შესახებ, რომლებიც ინიშნება არტერიული ჰიპერემიის მკურნალობის დროს, ვინაიდან ამ დროს შეიძლება შეიცვალოს ნატრიუმის კონცენტრაცია სისხლში.  • ხანდაზმული ასაკის პირები; სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითების რისკი (იხ. ზემოთ) ასეთ პირებში უფრო გამოხატულია • ღვიძლის დაავადება; ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატ ასერტინი 50, ასერტინი 100-ის დოზის შემცირების შესახებ. • შაქრიანი დიაბეტი; პრეპარატმა ასერტინი50, ასრტინი 100 შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზას კონცენტრაციის შეცვლაზე, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის შეცვლა. • ეპილეფსია ან კრუნჩხვითი შეტევები ანამნეზში. შეტევის (ეპილეფსიური) გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.  • წარსულში არსებული მანიაკალურ-დეპრესიული (ბიპოლარული) ფსიქოზი ან შიზოფრენია. მანიაკალური ეპიზოდის გამოვლენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.  • ამჟამად ან წარსულში თვითმკვლელობის შესაზებ ფიქრები (იხ. ქვევით – თვითმკვლელობაზე ფიქრები და შიშების ან დეპრესიული დარღვევების გაძლიერება). • ჰემორაგიული აშლილობანი ან წარსულში ანტიჰემორაგიული პრეპარატების (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან ვარფარინი) ან სისხლდენების რისკის გამაძლიერებელი პრეპარატების მიღება.  • ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები. წამალი ასერტინი 50, ასერტინი 100 შეიძლება დაინიშნოს ბავშვებისა და 6-დან 17 წლამდე ასაკს მოზარდების სამკურნალოდ მხოლოდ ობსესიურ-კომპულსური აშლილობების დროს. ამ დაავადების გამო ნამკურნალევი პაციენტები, ექვემდებარებიან ექიმის მკაცრ მეთვალყურეობას (იხ. ქვევით გამოყენება ბავშევსა და მოზარდებში). • ელექტროშოკით მკურნალობა.  შფოთვა/აქატიზია სერტრალინის გამოყენება დაკავშირებულია აქატიზიის გამოვლენასთან (შემაწუხებელი მდგომარეობა, რომელსაც ახასიატებს მოძრაობითი შფოთვა და იძულებითი მოძრაობები – ხშირად ადგილზე ჯდომის და დგომის შეუძლებლობა). ამ სიმპტომების გამოვლენა ყველაზე მეტად შესაძლებელია მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში. პაციენტებში, ასეთი სიმპტომების არსებობისას, წამლის დოზის მომატებამ შეიძლება მავნე ზეფავლენა იქონიოს.  მოხსნის სინდრომი: ხშირად აღინიშნება მოხსნის სინდრომი, განსაკუთრებით წამლის უეცარი შეწყვეტის დროს (იხ. პუნქტი 4 შესაძლო გვერდითი მოვლენები). მოხსნის სინდრომის გამოვლენა დაკავშირებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, დოზასა და დოზის შემცირების სიჩქარეზე. ხშირად ზემოთ აღწერილი სიმპტომები ძლიერდებიან სუსტად ან ზომიერად, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოხატულობის მძიმე ხარისხსაც მიაღწიონ. ჩვეულებრივ ისინი გამოვლინდებიან მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ სახის ნიშნები, როგორც წესი, დამოუკიდებლად ქრებიან 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება უფრო დიდ ხანს შენარჩუნდენ (2-3 თვე ან მეტი).  ამასთან დაკავშირებით, წამალი ასერტინ 50, ასერტინ 100-ის სრულის მოხსნის წინ რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში – პაციენტის მოთხოვნილებების შესაბამისად. თვითმკვლელობაზე ფიქრები, დეპრესიის ან მშფოთვარე აშლილობები გაძლიერება  პირებს დეპრესიით ან მშფოთვარე აშლილობებით, შეიძლება ჰქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის შესახებ ფიქრები. ასეთი სიმპტომები ან ასეთი ქცევა შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების დასაწყისში, ვინაიდან ასეთი წამლები მოქმედებას 2 კვირის შემდეგ, ზოგჯერ კი უფრო გვიანაც იწყებენ.  თვითმკვლელობაზე, თვითდაზიანებაზე ფიქრების გამოვლენა ან თვითმკვლელობის მცდელობები ყველაზე მეტად შესაძლებელია, თუ: • პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა თვითმკლელობაზე ფიქრები ან თვით დაზიანების სურვილი, • პაციენტი – ახალგაზრდა ადამიანია; კლინიკური კვლევების მონაცემები უჩვენებენ, რომ თვითმკვლელობის ტენდენციების გამოვლენის რისკი მომატებულია 25 წლამდე პირებში ფსიქიკური დარღვევებით, რომლებიც ანტიდეპრესანტებით მკურნალობდნენ.  თუ პაციენტს აღენიშნება თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე ფიქრები, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს ან მიმართოთ საავადმყოფოს.  კარგი დახმარება იქნება ახლობლებისა და მეგობრების ინფორმირება დეპრესიისა თუ მშფოთვარე აშლილობების შესახებ და თხოვნა, წაიკითხონ ეს ინსტრუქცია. პაციენტს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ახლობლებსა და მეგობრებს და სთხოვოს უთხრან მას, თუ შეამჩნევენ, რომ დეპრესია ან შფოთვა ძლიერდება ან მის ქცევაში ჩნდება შემაშფოთებელი ცვლილებები.  ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება სერტრალინის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, გარდა პაციენტებისა ობსესიურ-კომპულსური აშლილობებით. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში აღწერილი ჯგუფიდან წამლების გამოყენებისას, აღინიშნება ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლენის მომატებული რისკი, როგორებიცაა თვითმკვლელობაზე ფიქრები და მტრული განწყობილება (უმთავრესად აგრესიული ქცევა, ბუნტი და სიბრაზე). მიუხედავად ამისა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ასერტინ 50, ასერტინ 100 –ის დანიშვნის შესახებ 18 წლამდე ასაკის პაციენტში, იმ შემთხვევაში თუ ეს პაციენტის ინტერესში იქნება. თუ ექიმი გამოუწერს ასერტინ 50, ასერტინ 100 18 წლამდე ასაკის პაციენტს, ხოლო ბავშვის მეურვეს მოუნდება ამის განხილვა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.  გარდა ამისა, თუ ასერტინ 50, ასერტინ 100 მიღების დროს 18 წლამდე ასაკის პაციენტში გამოვლინდა ან გაძლიერდა რომელიმე ზემოთ აღწერილი ნიშანთაგანი, აუცილებლად საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.  არ არის დამტკიცებული ასერტინ 50, ასერტინ 100-ის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება, მისი ზეგავლენა ზრდაზე, მომწიფებაზე, ქცევასა და შემეცნებით ფუნქციებზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები