იცით ასპროვიტი Cს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასპროვიტი C-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, მადის დაქვეითება, ტკივილები ეპიგასტრიაში, დიარეა; იშვიათად – კნტ ეროზიულ-წყლულოვანი დარღვევების, სისხლდენები განვითარება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის გამოფიტვა. ცნს-ს მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის შექცევადი დარღვევები, შუილი ყურებში. სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია, ანემია. სისხლის შედედების სისტემის მხრივ: იშვიათად – ჰემორაგიული სინდრომი, სისხლდენის დროის გახანგრძლივება. შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები