იცით ასფამპისიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასფამპისიდის გვერდითი მოვლენებია: როგორც სხვა ანტიბიოტიკების პარენტერალური გამოყენებისას ტკივილი ინექციის არეში არის ძირითადი არასასურველი რეაქცია; ლიდოკაინის გამოყენება გამხსნელის ფუნქციით ამცირებს ტკივილს. სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ ცნობილია ანემიის, ჰემოლიზური ანემიის, თრომბოციტოპენიის, ეოზინოფილიის, ლეიკოპენიის შესახებ. ეს ცვლილებები ატარებენ გარდამავალ ხასიათს და პრეპარატის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ სისხლის მაჩვენებლები ნორმაში დგება. იმუნური სისტემის მხრივ შესაძლებელია ანაფილაქტოიდური რეაქციები და ანაფილაქსური შოკი ნერვული სისტემის მხრივ იშვიათად: კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ხშირად: გულისრევა, ღებინება, დიარეა. შესაძლებელია ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ბილირუბინემია, ღვიძლის ფუნქციის მოშლა, სიყვითლე კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად: გამონაყარი, ქავილი და კანის სხვა რეაქციები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად: ინტერსტიციური ნეფრიტი ლაბორატორიული მაჩვენებლები: ალტ და ასტ მაჩვენებლების გარდამავალი ზრდა. არასასურველი ეფექტების  გამოვლინებისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები