იცით ასფორმინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასფორმინის გვერდითი მოვლენებია: გასტროინესტინალური სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, წონის დაკლება (10%-ზე მეტი). ეს სიმპტომები დამახასიათებელია მკურნალობის დასაწყისში და გარდამავალია. გასტროინტესტინალური სიმპტომების შესამცირებლად რეკომენდებულია მეტფორმინის 2 ან 3 ჯერადად მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. დოზის თანდათანობითი მატება იწვევს გასტროინტესტინურ ტოლერანტობას. მეტალის გემო პირის ღრუში 3% შემთხვევაში გვხვდება. ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში აღწერილია ერითემის შემთხვევები. ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია (0.01%-ზე ნაკლები). მეტფორმინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს B12 ვიტამინის შეწოვის დარღვევა (0.01% ნაკლები). იშვიათად შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარება(0.03% შემთვევა 1000 პაციენტში). არასასურველი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები