იცით აქტოსს რა უკუჩვენებები აქვს?

აქტოსის უკუჩვენებებია::  მომატებული მგრძნობელობა პიოგლიტაზონის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; I ტიპის შაქრიანი დიაბეტი; დიაბეტიური კეტოაციდოზი; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.  ორსულობა და ლაქტაცია: პიოგლიტაზონს არ აღმოაჩნდა ტერატოგენული მოქმედება ექსპერიმენტული კვლევისას. ადექვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები არ არის ჩატარებული ორსულებში, რის გამოც ორსულობის დროს რეკომენდებულია ინსულინის გამოყენება. არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პიოგლიტაზონი დედის რძით, რის გამოც არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში. აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც საჭიროა პრეპარატის დანიშვნა, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები