იცით აციკლოსტადს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აციკლოსტადის გვერდითი მოვლენებია:  ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. აციკლოსტადი®, საცხის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამუშავებული კანის ხანმოკლე წვა ან მწვავე ტკივილი. იშვიათად შეინიშნება აციკლოსტადი®, საცხით დამუშავებული კანის სიწითლე, გამოშრობა და აქერცვლა. არსებობს ალერგიული რეაქციების იშვიათი შემთხვევები (კონტაქტური დერმატიტი). უმეტეს შემთხვევაში, სადაც ალერგიული ტესტები ჩატარდა, დამტკიცდა, რომ კანის რეაქციას იწვევს არა აქტიური ნივთიერება აციკლოვირი, არამედ საცხის ბაზისის ფარმაცევტული დამხმარე ნივთიერებები. თუ ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენები გამოხატულია, შეიძლება განვითარდეს კონტაქტური დერმატიტი და მოიცვას დაუზიანებელი ადგილებიც. ამ შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები