იცით ბელარას რა უკუჩვენებები აქვს?

ბელარას უკუჩვენებებია: ქვემოთ მითითებული დაავადებების არსებობისას არ შეიძლება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება.   პრეპარატ ბელარას მიღების ფონზე რომელიმე შემდეგი მდგომარეობის განვითარებისას პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს: • ადრე არსებული ან ამჟამად არსებული ვენების ან არტერიების თრომბოზი (მაგ. ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვისმიერი არტერიების ემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი); • პროდრომული პერიოდი ან თრომბოზის, თრომბოფლებიტის პირველი ნიშნები ან ემბოლიის სიმპტომები (მაგ. ტრანზიტორული იშემიური შეტევა, სტენოკარდია);  • დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცია (ოპერაციამდე მინიმუმ ოთხი კვირით ადრე), აგრეთვე იმობილიზაციის პერიოდი, მაგალითად, ტრავმების შემდეგ (მაგ. ტრავმის შემდეგ დადებული გიფსი); • შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით; • შაქრიან დიაბეტზე კონტროლის დაკარგვა; • არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია ან არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატება (როდესაც წნევა მუდმივად აღემატება 140/90 მაჩვენებელს); • მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა ვენების ან არტერიების თრომბოზისადმი, როგორიცაა აქტივირებული C პროტეინის მიმართ რეზისტენტობა, III ანტითრომბინის დეფიციტი, C პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი, ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტისხეულები ფოსფოლიპიდებისადმი (ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი); • ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე; • გენერალიზებული ქავილი, ქოლესტაზი, განსაკუთრებით წინა ორსულობისას ან ესტროგენებით თერაპიისას; • დუბინ-ჯონსონის სინდრომი, როტორის სინდრომი, ნაღველის გამოყოფის დარღვევა; • ღვიძლის სიმსივნეები ანამნეზში ან არსებული; • ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღვიძლის გადიდება ან მუცელში სისხლდენის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4.8); • პირველად განვითარებული ან მორეციდივე პორფირია (ყველა სამი ფორმა, განსაკუთრებით, შეძენილი პორფირია); • ავთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები ანამნეზში ან არსებული, მაგალითად, სარძევე ჯირკვლების ან საშვილოსნოს სიმსივნეები; • ლიპიდების ცვლის სერიოზული დარღვევები; • პანკრეატიტი ანამნეზში ან მიმდინარე, მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიის თანხლებით; • მიგრენის პირველად განვითარებული სიმპტომები, აგრეთვე ხშირი და უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილი; • მიგრენი ანამნეზში კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით (მიგრენის ფორმები პარესთეზიით, კრუნჩხვებით, აფაზიით); • უეცარი დარღვევები გრძნობის ორგანოების მხრივ, მაგალითად, მხედველობის ან სმენის დარღვევა; • მოძრაობის დარღვევები (კერძოდ, პარეზები); • ეპილეფსიური შეტევების გაძლიერება; • მძიმე დეპრესია; • ოტოსკლეროზი, პროგრესირებული წინა ორსულობისას; • უცნობი ეტიოლოგიის ამენორეა; • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია; • უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან; • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. უკუჩვენებებია:ს წარმოადგენს ვენების ან არტერიების თრომბოზის განვითარების რისკის ერთი სერიოზული ან რამდენიმე ფაქტორის არსებობა (იხ. პუნქტი 4.4).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები