იცით ბიმაქსილს რა უკუჩვენებები აქვს?

ბიმაქსილის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ბისოპროლოლის ან შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ისევე როგორც სხვა β1-ადრენობლოკატორები, ბისოპროლოლი არ გამოიყენება რეფრაქტერული შეგუბებითი გულის უკმარისობის, კარდიოგენული შოკის, სინოატრიალური  ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადის (კარდიოსტიმულატორის არარსებობის შემთხვევაში), სინუსური ბრადიკარდიის (<60 დარტყმა/წუთში) მკურნალობის დაწყებამდე, არტერიული ჰიპოტენზიის (სისტოლური წნევა 100 მმ.ვწყ.სვ.), პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების, რეინოს სინდრომის, მძიმე ბრონქიალური ასთმის ან სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადების, არანამკურნალები ფეოქრომოციტომის და მეტაბოლური აცოდოზის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები