იცით ბისოკორს რა უკუჩვენებები აქვს?

ბისოკორის უკუჩვენებებია:: არ არის რეკომენდებული ბისოკორის გამოყენება – შოკის, II და III ხარისხის არტიოვენტრიკულური ბლოკადის სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის, გამოხატული სინოატრიალური ბლოკადის, ბრადიკარდიის (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50-ზე ნაკლები), ბრონქოსპაზმისკენ მიდრეკილების (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიების, მაო-ინჰიბიტორების ერთდროული მიღების (გამონაკლისია მაო-B-ს ინჰიბიტორი) დროს. ფსორიაზის არსებობისას პაციენტის ან მისი ნათესავების ანამნეზში ბეტა-ბლოკატორების (მაგალითად, ბისოკორის) დანიშვნა უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი რისკისა და სარგებლობის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ. ბისოკორის დანიშვნა ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნება ფეოქრომოციტომა, შეიძლება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების მიღების შემდეგ. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებისათვის გულის უკმარისობის გამწვავებისას ან გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდების დროს, რომლის დროსაც აუცილებელია ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა, ბისოკორის გამოყენება არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, ბისოკორის გამოყენება უკუნაჩვენებია გულის უკმარისობის მქონე ისეთი ავადმყოფებისათვის, რომელთა აღენიშნებათ ბრადიკარდია (თუ პულსი 60 დარტყმაზე ნაკლებია წუთში) და ჰიპოტენზია (თუ სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ. ვწყ.სვ.-ზე ნაკლებია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები