იცით ბისოპროლოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ბისოპროლოლის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; * კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობა; * კარდიოგენური შოკი; * მეორე ხარისხის ან სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; * სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; * სინოატრიული ბლოკადა; * ბრადიკარდია (მკურნალობამდე პულსი მოსვენების მდგომარეობაში 50 დარტყმაზე წთ-ში უფრო ნაკლები); * ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა 90 მმ ვწყ. სვ. ნაკლები); * მეტაბოლური აციდოზი; * ბრონქოპულმონური დაავადება (ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა); * პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადია; * მაო-ს ინჰიბიტორების თანმხლები დანიშვნა (მაო B-ის ინჰიბიტორების გამოკლებით); * ბავშვებში (თერაპიული გამოყენების მონაცემები არ მოიპოვება). * ატრიოვენტრიკულური ბლოკადა I ხარისხის; * კლინიკურად გამოხატულ ან ფარულად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი (შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოგლიკემია, რომლის სიმპტომი არ მანიფესტირდება, აუცილებელია სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი); * ხანგრძლივი შიმშილობა და მძიმე ფიზიკური ვარჯიშები (შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოგლიკემია); * ავადმყოფები ფეოქრომოციტომით (პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების დანიშვნის შემდეგ); * პრინცმეტალის სტენოკარდია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები