იცით ბრეტარის ჯენუეირს რა უკუჩვენებები აქვს?

ბრეტარის ჯენუეირის უკუჩვენებებია: და სიფრთხილის ზომები ბრეტარის®  ჯენუეირის®  გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან. –  თუ თქვენ გაქვთ ასთმა. –  თუ ახლო წარსულში თქვენ გქონდათ პრობლემები გულის მხრივ. – თუ თქვენ ხედავთ ჰალოს (დამატებითი რგოლი) სინათლის წყაროს გარშემო ან ფერად გამოსახულებებს (გლაუკომა). – თუ თქვენ გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი, შარდის გადინების დარღვევები ან შარდის ბუშტის გაჭედვა.  ბრეტარის®  ჯენუეირი®  განკუთვნილია შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს; ის არ უნდა იქნას გამოყენებული ქოშინის ან მსტვინავი სუნთქვის უეცარი შეტევის სამკურნალოდ. დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების (ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა, ხველა) კუპირება ან ადგილი აქვს მათ გაღრმავებას.  პირის სიმშრალემ, რომელიც აღინიშნება ისეთი პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა ბრეტარის®    ჯენუეირი®,  შეიძლება მიგვიყვანოს  კბილების  კარიესამდე  პრეპარატის  ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ყურადღება უნდა დაუთმოთ პირის ღრუს ჰიგიენას.  პრეპარატ ბრეტარის®  ჯენუეირის®  მიღება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის: – თუ შენიშნეთ გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან ქოშინი პრეპარატის მიღებისთანავე. ეს შესაძლოა იყოს ისეთი მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც ეწოდება ბრონქოსპაზმი.  ბავშვები და მოზარდები არ შეიძლება პრეპარატ ბრეტარის®  ჯენუეირის®  გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები