იცით გაბაგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გაბაგამას გვერდითი მოვლენებია:  ყველა წამლის მსგავსად, გაბაგამა® – მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან 1-ზე მეტში): – ვირუსული ინფექცია; – თავბრუ, კოორდინაციის დარღვევა; – დაღლილობა, ცხელება; ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტიდან 1-ზე მეტში): – პნევმონია, რესპირატორული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ინფექცია, ყურის ანთება; – სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება; – უმადობა, მომატებული მადა; – გაღიზიანება სხვების მიმართ, დაბნეულობა, გუნება–განწყობილების ცვალებადობა, დეპრესია, შფოთვა, აღგზნებადობა, ფიქრის სირთულეები; – კონვულსიები, უაზრო მოძრაობები, მეტყველების გაძნელება, მეხსიერების დაკარგვა, კანკალი, დაძინების გართულება, თავის ტკივილი, მგრძნობიარე კანი, მგრძნობელობის დაქვეითება, კოორდინაციის დარღვეა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, მომატებული ან დაქვეითებული ან რეფლექსების მოსპობა; – გაორებული მხედველობა, დაბინდული მხედველობა; – თავბრუ; – მომატებული არტერიული წნევა, წამოწითლება ან სისხლძარღვების გაფართოება; – სუნთქვის გაძნელება, ბრონქიტი, ანგინა, ხველა, ცხვირის სიმშრალე; – ღებინება, გულისრევა, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, ღრძილების ანთება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მოუნელებლობა, შეკრულობა, პირის ან ყელის სიმშრალე, მეტეორიზმი; – სახის შეშუპება, სიხლჩაქცევები, წელის ტკვილი; – შეუკავებლობა; – ერექციის პრობლემები; – ხელების ან ფეხების შეშუპება, რომელმაც შეიძლება მოიცვას სახე, სხეული და კიდურები, სიარულის გაძნელება, სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გრიპის მსგავსი სინდრომი; – სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, წონაში მომატება; – შემთხვევითი დაზიანებები, მოტეხილობები, დაჟეჟილობები; იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): – თრომბოციტების რაოდენობის შემცირება; – ალერგიული რეაქციები, როგორიცაა თივის ცხელება; – ჰალუცინაციები; – არანორმალური მოძრაობები; – ხმაური ყურებში; – აჩქარებული გულისცემა; – პანკრეასის ანთება; – ღვიძლის ანთება, კანისა და თვალების გაყვითლება; – კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც სწრაფ სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ, ტუჩებისა და სახის შეშუპება, კანზე გამონაყარი და სიწითლე, თმის ცვენა; – თირკმლის მწვავე უკმარისობა; გაბაპენტინის უეცარი შეწყვეტის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები:  – (შფოთვა, დაძინების გართულება, ტკივილი, ოფლიანობა), გულმკერდში ტკივილი; – სისხლში შაქრის დონის ცვალებადობა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სისხლში გლუკოზის განმსაზღვრელი ტესტების პათოლოგიური შედეგები, რომლებიც ღვიძლის პრობლემებზე მეტყველებენ. გარდა ამისა ბავშვებში ჩატარებული კლინიკური კვლევების დროს ხშირად აღინიშნებოდა აგრესიული ქცევა და პათოლოგიური მოძრაობები. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები