იცით გემნილს რა უკუჩვენებები აქვს?

გემნილის უკუჩვენებებია: გემნილი არ უნდა მიიღოთ: – თუ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ხართ გემციტაბინის ან გემნილის სხვა რომელიმე ინგრედიენტის იმმართ. – თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. სპეციალური უსაფრთხოების ზომები გემნილის მიღებისას: პირველ ინფუზიამდე აგიღებენ სისხლის ნიმუშებს რათა შეაფასონ გაქვთ თუ არა თირკმლის და ღვიძლის შესაბამისი ფუნქცია.  ყოველ ინფუზიამდე აგიღებენ სისხლის ნიმუშებს რათა შეაფასონ გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედი გემნილის მისაღებად. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შეცვლა ან მკურნალობის გადადება თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით ან თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია.  პერიოდულათ თქვენ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად. გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს თუ: – გაქვთ ან ადრე გქონდათ ღვიძლის, გულის ან სისხლძარღვთა დაავადება – ბოლო დროს ჩაიტარეთ ან უნდა ჩაიტაროთ რადიოთერაპია – ბოლო დროს ჩაიტარეთ ვაქცინაცია – აღგენიშნებათ სუნთქვის გაძნელება, ან თავს ძალიან სუსტად გრძნობთ და ძალიან ფერმკრთალი ხართ (ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშანი). მამაკაცებს ურჩევენ რომ შვილი არ იყოლიონ გემნილით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის შემდეგ. თუ თქვენ გსურთ მამა გახდეთ მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში მიმართეთ რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს. შეიძლება ისურვოთ რჩევა სპერმის კონსერვაციაზე მკურნალობის დაწყებამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები