იცით გენტამიცინს (საინექციო ხსნარი) რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გენტამიცინის (საინექციო ხსნარი)  გვერდითი მოვლენებია:  სისხლის შრატში შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის მომატება, ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ცხელება, იშვიათად – კვინკეს შეშუპება); პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება (ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ტრომბოციტოპენია); გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ძილიანობა. თირკმელების მხრივ: მარტივი სიმფტომებიდან (ოლიგურია, პროტეინურია, მიკროგემატურია) მძიმე გამოვლინებამდე (თირკმლის უკმარისობა). სმენის ორგანოს მხრივ: მარტივი გამოვლინებიდან (სმენის დაქვეითება, ვესტიბულარული დარღვევები) მძიმე დარღვევამდე (არაუკუქცევადი სიყრუე). იშვიათად ვლინდება ნერვულ-კუნთოვანი გამტარიანობის მოშლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები