იცით გინოტრანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინოტრანის გვერდითი მოვლენებია: გინოტრანის ვაგინალური სანთლების გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ადგილობრივი და სისტემური გვერდითი რეაქციები, რაც დაკავშირებულია პრეპარეტში შემავალი მეტრონიდაზოლის და მიკონაზოლის ნიტრატის მოქმედებასთან. ვაგინალური გზით მიკონაზოლის ნიტრატის გამოყენებამ, ისევე როგორც, იმიდაზოლის წარმოებული სხვა ანტიფუნგალური პრეპარატების ხმარებამ, 2-6% – ში შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური ირიტაციის განვითარება (წვა, ქავილი), იშვიათად—თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გამონაყარი კანზე. საშოს ლორწოვანის ანთების და ვაგინიტის გამო ვაგინალური ირიტაციის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველ ან მესამე დღეს. თუ ირიტაციის ნიშნები სუსტადაა გამოხატული მკურნალობა გრძელდება, სიმპტომები თანდათან შემცირდება და შემდეგ გაივლის. ხოლო თუ გართულება სერიოზულ სახეს ატარებს მკურნალობა წყდება. იმის გამო, რომ გინოტრანის შემადგენლობაში შემავალი მეტრონიდაზოლის დონე ვაგინალური გამოყენების დროს დაბალია (2-12%) ამ უკანასკნელის ორალური გზით მიღებულ კონცენტრაციასთან შედარებით, სისტემური გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა ნაკლებია.  მეტრონიდაზოლის ორალური გზით მიღების შემდეგ ვითარდება შემდეგი გვერდითი მოვლენები:  იშვიათად—ჰიპერსენსიბილიზაცია, ლეიკოპენია, ატაქსია. პრეპარეტის მაღალი დოზებით ხანგძლივი გამოყენების შემთხვევაში-პერიფერიული ნეიროპათია, კონვულსიები, იშვიათად დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მადის არარსებობა, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ან სპაზმები მუცლის არეში, იშვიათად—გემოვნების შეცვლა, პირის სიმშრალე, შეკრულობა, საერთო სისუსტე.  გინოტრანის ვაგინალური გამოყენებისას მეტრონიდაზოლის სისხლის პლაზმაში დაბალი შემცველობის გამო აღნიშნული მოვლენები იშვიათად გვხვდება. მიკონაზოლის ნიტრატი ხელს უშლის ვაგინალური კანდიდოზის განვითარებას მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს. სხვა მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები