იცით გლაუსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლაუსანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება კლინიკურ კვლევებში 4400-ზე მეტი პაციენტის მონაწილეობით, დღეში ერთხელ მონოთერაპიის სახით ან 0.5% თიმოლოლთან ერთად დამატებითი თერაპიის სახით შეყავდათ ტრავოპროსტი, რომლის ფორმულაც შეიცავდა ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტს. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიზოული ოფთალმოლოგიური ან სისტემური  რეაქციები არცერთ კლინიკურ კვლევაში არ გამოვლენილა. მეტად გავრცელებულ გვერდით ეფექტს, მონოთერაპიის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტის შემცველი ტრავოპროსტით ჩატარებული მკურნალობის დროს, წარმოადგენდა თვალის ჰიპერემია (22.0%), მათ შორის – კონიუნქტივური და სკლერული ჰიპერემია. პაციენტების 83.6%-ში ჰიპერემია იყო მსუბუქი ხასიათის.  პაციენტების უმრავლესობას (98%) თვალის ჰიპერემიით მკურნალობა არ შეუწყვიტავს. კლინიკური კვლევების მე-III ფაზაში, რომელიც განხორციელდა 6-12 თვის განმავლობაში, ჰიპერემია თანდათანობით შემცირდა. პოსტმარკეტინგულ კლინიკურ კვლევაში, რომელიც განხორციელდა 5 წლის განმავლობაში 502 პაციენტის მონაწილეობით, გლაუსანს იყენებდნენ დღეში ერთხელ. რაიმე სერიოზული ოფთალმოლოგიური ან სისტემური გვერდითი რეაქცია, რომელიც დაკავშირებული იყო ტრავოპროსტის გამოყენებასთან, არ გამოვლენილა. ტრავოპროსტით მკურნალობის შედეგად მეტნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტი (29.5%) იყო ფერადი გარსის ჰიპერპიგმენტაცია. შეფასდა, რომ ტრავოპროსტის გამოყენებასთან დაკავშირებული თვალის ჰიპერემია იყო 10.0% სიხშირის, ხოლო პაციენტების 2%-მა, რომლებსაც გამოუვლინდათ ჰიპერემია, დატოვეს კლინიკური კვლევა ამ გვერდით ეფექტთან დაკავშირებით.   ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: ითვლება მონოთერაპიის სახით მიღებულ ტრავოპროსტით მკურნალობასთან დაკავშირებულ ეფექტებად (ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტის შემცველი) და კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 – <1/10); არახშირი (≥1/1000 – <1/100); იშვიათი (≥1/10000 – <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); არ არის ცნობილი სიხშირე (ვერ დადგინდა არსებული მონაცემების საფუძველზე). გვერდითი რეაქციები თითოეულ ჯგუფში წარმოდგენილია სიხშირის და სიმძიმის/საფრთხის ხარისხის შემცირების მიხედვით.  ჩასასმელია ცხრილი გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა მონოთერაპიაში გამოყენებული ტრავოპროსტის შემცველი სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის შემდეგ და რომლებიც არ იყო მანამდე ნახსნები კლინიკური კვლევების მიმდინარეობის დროს, მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს: ოფთალმოლოგიური დარღვევები: მაკულის შეშუპება; სისტემური დარღვევები: ბრადიკარდია, ტაქიკარდია, ასთმის გამწვავება, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, პროსტატა-სპეციფიკური ანტიგენების მატება, თმის ანომალური ზრდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები