იცით გლიბეტიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიბეტიკის გვერდითი მოვლენებია:  ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, გლიბეტიკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება. მიღებულია გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის შემდეგი კლასიფიკაცია: – ძალიან ხშირი (>1/10): აღნიშნული არ არის; – ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე) აღნიშნული არ არის; – არც ისე ხშირი (>1/1000-დან <1/100-მდე): მხედველობის დარღვევა; – იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე): სისხლის ფორმულის ცვლილება, ჰიპოგლიკემია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება; – ძალიან იშვიათი (<1/1000), მათ შორის ერთეული შემთხვევები: მომატებული მგრძნობელობის სუსტად გამოხატული რეაქციები, ალერგიული ვასკულიტი, სულფანილშარდოვანას წარმოებულებზე, სულონამიდებზე ან მონათესავე შენაერთებზე მომატებული მგრძნობელობის ჯვარედინი რეაქცია, გულისრევა, პირღებინება, ასევე დიარეა, სიმძიმის ან კუჭის გადავსების შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგ: ქოლესტაზთან და სიყვითლესთან კომბინაცია), ჰეპატიტი, კანის ალერგიული რეაქციების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ასევე ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია, ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება შრატში. სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გავნუვითარდეს სხვა გვერდითი მოვლენები. რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ეცნობოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები