იცით გლივეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლივეკის გვერდითი მოვლენებია:  ლეიკემია-დამოუკიდებელი გვერდითი მოვლენები:  გლივეკის მიღების შედეგად თუ აღინიშნება ლეიკემია-დამოუკიდებელი სერიოზული გვერდითი მოვლენები, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, ვიდრე არ დადგინდება რამდენად სერიოზულია ეს მოვლენა და შესაძლებელია თუ არა მკურნალობის გაგრძელება. ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენები:  მძიმე ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის დროს საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა (იხილეთ ქვემოთ მოყვანილი სქემა). რეკომენდებული დოზა ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის დროს: მიელოლეიკემის ქრონიკული ფაზა (საწყისი დოზა 400 მგ) ნეიტროფილების რაოდენობა <1,0x 109/ლ და/ან/ თრომბოციტები <50×109/ლ: 1. საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა სანამ არ აღინიშნება შემდეგი მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა >1.5×109/ლ და/ან თრომბოციტები >75×109/ლ. 2. შემდგომში საჭიროა მკურნალობის აღდგენა დოზით 400 მგ. 3. თუ ისევ განმეორდა მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა <1,0x 109/ლ და/ან თრომბოციტები <50×109/ლ, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა სანამ არ აღინიშნება შემდეგი მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა >1.5×109/ლ და/ან თრომბოციტები >75×109/ლ, შემდგომში კი მკურნალობის აღდგენა დოზით 300 მგ. მიელოლეიკემიის დროს მწვავე ფაზა და ბლასტური კრიზი  (საწყისი დოზა 600 მგ) ნეიტროფილების რაოდენობა <0.5×109/ლ და/ან თრომბოციტები 10×109/ლ: 1. აღნიშნეთ თუ ციტოპენია დამოკიდებულია ლეიკემიაზე (ძვლის ტვინის ასპირაცია ან ბიოფსია). 2. თუ ციტოპენია დამოუკიდებელია ლეიკემიისგან, საჭიროა გლივეკის დოზის შემცირება 400 მგ-მდე. 3. თუ ციტოპენია გრძელდება 2 კვირის განმავლობაში და დამოუკიდებელია ლეიკემიისგან, საჭიროა გლივეკის მკურნალობის შეწყვეტა, სანამ არ აღდგება ანალიზის მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა >1×109/ლ და/ან თრომბოციტები >20×109/ლ. შემდგომში შეიძლება მკურნალობის გაგრძელება დოზით 300 მგ. გამოყენება პედიატრიაში: ბავშვებში წამლის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები